ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი;
დღეს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ დაიბარა პროკურატურამ ლაზარე ჯორბანაძის საქმეზე მოწმეებად ადამიანების უცნაური შემადგენლობა, რომლებსაც შეუძლებელია რაიმე ცოდნოდათ ამ საქმეზე.
პასუხი მარტივია: მხოლოდ იმოტომ, რომ მერე პროპაგანდისტულ მედიას ეთქვა: არცერთი ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მოსამართით რაღაც ბრალს აყენებს, ამ თემაზე არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ანუ ყველა ჰაერზე ლაპრაკობს.
იმისთვის დაიბარეს, რომ მერე პროპაგანდისტულ მედიას ერთმანეთის მიყოლებით გაეშვა პროკურატურიდან გამოსული ამ ადანიანების კომენტარები: მე არანირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს ამ თემაზე.
ბუნებრივია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერც მიხვდება, რომ ამ ხალხს არც უნდა სცოდნოდა რამე და ვერც ეცოდინებოდა, მათ უბრალოდ კითხვები დასვეს. შესაბამისად, პიარული მიზანი მიღწეულია: ვიღაცებმა ბრალდებები წამოაყენეს, მაგრამ როგორც კი გამოძიებამ მათ კითხვები დაუსვა, ვერაფერი თქვეს, ესე იგი მათი მიზანი პოლიტიკური სპეკულაცოა იყო, ამიტომ საკითხი დახურულია.
ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება, პროკურატურა, პროპაგანდის მანქანის დანამატადაა ქცეული, თორემ, განა, მათ არ იცოდნენ, რომ ეს ხალხი ვერანაირ ინფორმაციას მათ ვერ მიაწვდიდა. უბრალოდ, დაავალეს და ისინიც ამ სპექტაკლში ჩაერთვნენ.











კომენტარები