• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას, ზოდელავას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
13:58 09-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65
ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარედგინათ. შესაბამისი განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.უწყება სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ – გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება – უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

“2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს. […]

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს. “.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

“შესაბამისად, მას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved