ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან მიმართებით, პროკურატურამ სასამართლოს საპატიმრო გირაოს გამოყენებით მიმართა – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილს, სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალსიწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა” – განაცხადეს პროკურატურაში.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.
კომენტარები