• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პროკურატურა ამტკიცებს, რომ ასობით ათას ადამიანს ძალადობრივად სურს „ოცნების“ დამხობა? ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით” – პაატა ბურჭულაძე პროკურორს

ალია ავტორი - ალია
18:01 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების პროცესზე ხმაური იყო.

დაპირისპირება საქმის განხილვისას მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით დაიწყო – მან პროკურორ თამარ ბეჟუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ როგორც მედიაში გაჟღერდა, მისი ოჯახის სახელი რუსული ნავთობის ბიზნესს უკავშირდება და ამის გამოც ის ვერ იქნება საქმის ობიექტური შემფასებელი.

პროკურორს ჰქონდა მცდელობა, სიტყვა შეეწყვიტა ბურჭულაძეს, თუმცა, მოსამართლემ მას სიტყვის დასრულების უფლება მისცა.

პაატა ბურჭულაძემ საქმის მეორე პროკურორს და პროკურატურას მიმართა და თქვა:

ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, რისი მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს.

უკვე 6 თვეა, მიმდინარეობს ეს „პროცესი“ და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას მაბრალებენ და რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს. ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილთან დაკავშირებით, ნოდარ მელაძის ჟურნალისტური გამოძიების შემდგომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. თქვენ რა მოგივიდათ, ბატონო ვაჟა თოდუა?! ქალბატონი თამარისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს ევროპული მომავალი საოჯახო ბიზნესზე თავდასხმაა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მე და აქ მსხდომნი დავდანაშაულდეთ რაიმე ბრალდებით და საქართველოს გზა ევროპისკენ გადაიკეტოს. 

თქვენთან არის ბატონო ვაჟა ასეთი რამ რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით?! თუ არის გვითხარით და ჩვენთვის თქვენი პოზიციაც გასაგები იქნება.
6 თვის შემდგომ, ბოლოს და ბოლოს, მგონი უფლება მაქვს, ვიცოდე, რას იძიებთ! იმას, რაც ნამდვილად მოხდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული კრება, თუ სასახლის ღობის დაზიანებას?! კონსიტუტუციის მიხედვით ეროვნული კრების ჩატარების უფლება რომ გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით და თქვენ ამაზე ვერ და არ…
ხომ უნდა ვიცოდე რას მედავებით?! აქციის ორგანიზებას? მოღალატე უზურპატორების წინააღმდეგ მშვიდობიან მოქმედებას? თუ ჩემი მოწოდებიდან, „მშვიდობიანი დამხობა“, სიტყვა მშვიდობიანი გაღელვებთ თუ დამხობა? მედავებით და გინდათ რომ ეს იყოს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება?! თუ გინდათ, კი ბატონო.

სინამდვილეში, ვერც ხვდებით, რომ თქვენი პროპაგანდა, რასაც ჩვენ წინააღმდეგ აგორებთ, უზურპატორი მთავრობის საწინააღმდეგოა. ახლა ავხსნი რას ვგულისხმობ – „ოცნება“ ამბობს, რომ ხალხი მათ უჭერს მხარს და ხალხის სახელით საუბრის ამბიცია აქვს – თუ მე მოვუწოდებდი ხალხს ძალადობრივ დამხობაზე, ძალადობრივი რევოლოციისკენ და იქ, 4 ოქტომბერს, მოვიდა ასობით ათასი ადამიანი, ლამის იმაზე მეტი ვიდრე იმავე დღეს მივიდა ე.წ. არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი ადამიანი მზად იყო ძალადობრივად დაემხო დიქტატურა. 

ანუ, ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანია, ვინც ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს, თქვენ ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით, მადლობას გეტყვით ქვეყნის გვერდით დგომისთვის და ამაში დაგეთანხმებით…

თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან ბევრი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ 6 თვეა მელოდებიან ჩემი სტუდენტები და მე ვერ ვამეცადინებ მათ. თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მარტო ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, ამ დროს მე საქართველოს სახელიც გამაქვს. თუნდაც ის, რომ 6 თვეა, არათუ ვერ ვნახულობ, არამედ ვერც ტელეფონით ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს, სულიერ მამას, პატრიარქს… ათეულობით წლები ვიყავით ერთად, მან, მეუფეებთან ერთად, დაკრძალვამდე, პირადად, პანაშვიდები გადაუხადა ჩემს დედას, ჩემს მამას და მე თქვენი უღირსი საქციელის გამო ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ. 

ახლა ისევ საქმეზე – მე ამაყი ვარ, რომ თავში ჩავუდექი, ისტორიულ, საქართველოში პირველ ეროვნულ კრებას და ვიყავი მისი ორგანიზატორი. მან წარმატებით ჩაიარა, მიიღო დეკლარაცია და ხმა მისცა იმ ადამიანების დაკავებას და დაკითხვას, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, საქართველოს ინტერესების განზრახ ხელყოფაში. 

აღსანიშნავია, რომ მის ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიები იმ მიზეზით, რომ მათი ლიდერების დიდი ნაწილი ციხეში იჯდა და ეს კრება ჩაატარეს საქართველოს მოქალაქეებმა.
4 ოქტომბრის ეროვნული კრება უკვე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და მომავალში მას სათანადო შეფასება ექნება, მასში მონაწილეობდა მთელი საქართველო, არ დარჩენილა არათუ ქალაქი და რაიონი, არამედ თითქმის არც ერთი სოფელი რომლის წარმომადგენელიც არ ესწრებოდა ამ კრებას. ასევე, სპეციალურად, იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან და სამაჩაბლოდან. 

„ოცნებისთვის“ ამის აღიარება მარცხის ნიშანია, ამიტომაც, ერთხელაც არ უხსენებიათ თუ რა მოხდა მთელს რუსთაველის მოედანზე რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით და დღემდე მისტირიან მათ მიერ პროვოკაციულად ჩამოგდებულ სასახლის ღობეს.
დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო პატრიოტი; მოჰყავთ ცრუ მოწმე პოლიციელები ითრევენ მათ ამ ბინძურ ჭაობში და აკარგვინებენ თავმოყვარეობას, რაც ძალიან დასანანია. ამ ახალგაზრდებს ხომ წინ მთელი სიცოცხლე აქვთ და ძალიან გაუჭირდებათ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება. 

რას იზამ, ყველა თავად ირჩევს თავის მომავალს და მათი ნამოქმედარი შთამომავლებისთვის იქცევა მაგალითად, თუ რა არის ერის ღალატი. 
და ბოლოს მინდა მივმართო თანამებრძოლებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ყველას ვისაც გული უძგერს სამშობლოსთვის – გაუძელი საქართველო! მეამაყები!“ 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved