• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროდუქციის აღწერა-აწონა, იატაკის ხეხვა – კიდევ რას აკეთებდა 18 წლის კონსულტანტი 390 ლარად

ალია ავტორი - ალია
17:43 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვია დუმილი. 

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია.

მას კონსულტანტად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება აქვს მაღაზიათა ქსელ “სპარსა” და “ორ ნაბიჯში”.

ალექსანდრე 16 წლის იყო, როცა პირველად დაიწყო მუშაობა კონსულტანტად, გამომუშავებული პირველი ხელფასით კი დიდი ხნის წინ გაფუჭებული ტელეფონი შეაკეთა.

ვაკანსიის შესახებ მეგობრისგან გაიგო, რომელმაც პირდაპირ გასაუბრებაზე მისვლა ურჩია. “ძალიან ხანმოკლე და ზოგადი გასაუბრება იყო. კადრების ნაკლებობა ჰქონდათ, ამიტომ ბევრი ამბავი არ დასჭირვებია ჩემს აყვანასო”, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრემ კონსულტანტად მუშაობას თავი დაახლოებით ორი თვეა დაანება. ახლა ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, რასთანაც უწევთ ჭიდილი კონსულტანტებს. 

“გიწევს დამლაგებლის როლის შეთავსება, სალაროსთან მომსახურება, საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, პერიოდულად დახლების შევსება, დისტრიბუტორებზე დახვედრა, პროდუქციის აღწერა, აწონა, დაფასოება. ასე ეძახიან – “მასშტაბური დალაგება”, კვირაში ერთი დღე გვიწევდა იატაკების, კედლების, მაცივრების ხეხვა. ცხადია, დიდი ფიზიკური შრომა დევს ამაში სამუშაო პირობები კი შეუსაბამოა ხელფასთან”, – ამბობს ალექსანდრე ფაცაცია. 

ალექსანდრეს ანაზღაურება ბოლო სამსახურში, სადაც კონსულტანტად მუშაობდა 390 ლარი იყო. 

„გასაუბრებაზე გეუბნებიან, რომ ყოველ კვირაში ტარდება თათბირი, როცა მიდიხარ ყველაფერს იდეალურად გიხატავენ, მაგრამ თათბირები ძირითადად არასდროს ტარდება და,  შესაბამისად, არაფრის განხილვაც არ ხდება. შიგნით რომ შედიხარ და კონტრაქტი ფორმდება, მერე ყველაფერი სხვაგვარადაა.

ფილიალებს არ ჰყავთ დაცვის თანამშრომლები, ხშირად შემოდის მომხმარებელი არაფხიზელ მდგომარეობაში. ერთი ჩემს თანამშრომელს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა – ნასვამი კაცი. ღილაკს მივაჭირეთ, გამოვიძახეთ დაცვა, მაგრამ სანამ მოვიდნენ ადგილზე, წავიდა ის პიროვნება.

რეალურად მარკეტებს ფორმალურად აქვთ კონტრაქტი დაცვის კომპანიებთან, როცა დაგვჭირდა არც ერთხელ არ გამოდგა ეფექტური, 112-ს რომ დაუკავშირდე უფრო მალე მოვლენ პოლიციელები, ვიდრე რომელიმე დაცვის თანამშრომელი, რომელთანაც კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

სამჯერ გეკუთვნის 20-20 წუთიანი შესვენება, რისი გამოყენების შესაძლებლობაც  ფიზიკურად არ გვქონდა – როცა ერთი კადრი აკლდება მარკეტს თუნდაც 20 წუთით, გადატვირთულად მუშაობს ობიექტი. ერთი სიტყვით, შესვენებას ვერ ვიყენებდით. სულ იყო ამ თემაზე უთანხმოება მოლარე-კონსულტანტებსა და ფილიალის მენეჯერებს შორის”, – გვიყვება ალექსანდრე ფაცაცია.. 

ალექსანდრე ფაცაცია საუბრობს მენეჯერების შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე მოლარე-კონსულტანტების მიმართ. “მენეჯერები ქედმაღლურ დამოკიდებულებას იჩენდნენ. ბოლოს, სადაც ვმუშაობდი, სამსახურიდან ამ მიზეზით წამოვედი, რადგან მენეჯერის მხრიდან ხშირად იყო თითის ქნევა, მაღალი ტონი, შეურაცხმყოფელი სიტყვები, დამამცირებელი მიმართვები და ა.შ. ეს ჩემთვის მიუღებელია, რა სახის სამსახურიც არ უნდა იყოს”, – გვითხრა ალექსანდრემ. 

ალექსანდრე ფაცაციას თქმით,  ვიდრე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, სცადა ამ ყველაფერზე კომპანიის ადმინისტრაციასთან ესაუბრა, მათ შორის ფილიალის მენეჯერთან უთანხმოების შესახებ. “მინდოდა, რომ ეს საკითხი შეესწავლათ დეტალურად და დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ სადაც ვმუშაობდი იმ ფილიალს განრიდება და სხვა ფილიალში გადაყვანა შემომთავაზეს. ამაზე უარი ვთქვი და წამოსვლა გადავწყვიტე”, – ჰყვება ყოფილი კონსულტანტი. 

ალექსანდრე ბათუმელია და  რამდენიმე თვით თბილისშიც მოუწია ცხოვრება.  თბილისში ყოფნის დროსაც კონსულტანტად მუშაობდა თავის რჩენისა და ჯიბის ფულისთვის.

მისი თქმით, მარკეტებში ბევრი ახალგაზრდისა და სტუდენტის მუშაობას ის განაპირობებს, რომ შედარებით მოქნილი გრაფიკი აქვთ.. ძირითადად ღამის სმენებს  ირჩევენ ახალგაზრდები. 

ყოფილი კონსულტანტის თქმით, ისევ იმუშავებდა მოლარე-კონსულტანტად თუ მისი უფლებების დარღვევის საშიშროება არ იარსებებს. 

წყარო: „ბათუმელები“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved