• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრობლემებია, მაგრამ არ ინგრევა” – “გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს” – რა პრობლემები და რა დრო დასჭირდება ნიკორწმინდას დასანგრევად და სააგენტოს სამუშაოდ?

ალია ავტორი - ალია
16:46 01-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას პასუხობს.

საქმე ისაა, რომ “ევროპა ჩვენი სახლიას” ინფორმაციით, ნიკორწმინდის ტაძარში პრობლემებია და დეტალურად საუბრობენ პრობლემებზე, სააგენტო კი მათ პასუხობს, რომ კი, პრობლემები არია, მაგრამ ნიკორწმინდა ამ ეტაპისთვის არ ინგრევა. სააგენტო არ აკონკრეტებს, რა პრობლემები უნდა დაინახონ, რომ მუშაობა დაიწყონ მათ აღმოფხვრაზე, ან კონკრეტულად რა დრო სჭირდება არსებულ პრობლემებს, ნიკორწმინდის ნგრევამდე მისაყვანად და თუ ამდენი ხანი დაველოდებით, მერე შესაძლებელი გახდება, თუ არა რესტავრაცია.

ევროპა ჩვენი სახლია:

⭕️ფოტო- ვიდეო მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტულ პრობლემათა ნუსხა წარმოვადგინეთ, რაც ნიკორწმინდის ტაძარშია 2017 -2019 წლების რეაბილიტაციის შედეგად დატოვებული.
✅️მდგომარეობის გამოსწორება გელათისგან განსხვავევით გადაუწყვეტელ ამოცანას არ წარმოადგენს და შესაძლებელია დროულად ჩარევის საფუძველზე მოხდეს.
❌️თუმცა, სააგენტოს ტაქტიკა უცვლელია. ფიქრობენ, სახელისუფლებო პროპაგანდისტული ხაზით შემოტევა და პრობლემათა სრული სპექტრის უარყოფა, სირთულეებს გამოასწორებს.
ასე იყო გელათის შემთხვევაშიც.
ამჯერად, თვითვიქტიმიზაცია მოახდინეს და უარყვეს ის, რაც არ გვიხსნებია. ფრესკები არ ცვივა და ინტერიერში ინფილტრაცია არ ხდებაო.
?არადა, ჩვენ მიერ გავრცელებული ყველა მასალა ექსტერიერს-სახურავს, ცოკოლს და ფასადის ქვას შეეხებოდა.
️?შესაბამისად, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ, ცხადია, არაფერზე გვიპასუხეს.
თორნიკე ბარათაშვილი:
ცხადია, უმეტესმა საინფორმაციო საშუალებამ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, სამარცხვინოდ აიტაცა გელათის დამამხობელი სააგენტოს განცხადება ისე, რომ მანამდე არც ჩვენი გაუვრცელებია და მერეც არ უკითხავთ რა ნაწილში “ვიცრუეთ”.
თქვეს, რომ ნიკორწმინდაზე სიცრუე გავავრცელეთ და რომ ფერწერა არ ნადგურდება, რაც ბარათაშვილმა თქვაო.
საზმაუწყებელიც მათ რიცხვში, რომელიც თუ “რეალურ სივრცეს” არ ჩავთვლით, პროპაგანდისტული ხაზის ერთ-ერთი მთავარი მეისრე იყო გელათის შემთხვევაშიც.
3 წლის მანძილზე არასდროს აინტერესებდათ რა აწუხებდა გელათს. მხოლოდ პროპაგანდა.
ნორმალურ ქვეყანაში 9 ბოდიშის მოხდა მოუწევდა ამათ ყველას.
სად ვახსენე ფერწერის ჩამოშლა და წყლის ინფილტრაცია.
სახურავზე და ფასადზე გვქონდა აქცენტი.
ფოტო ვიდეოებიც მხოლოდ ექსტერიერიდან გავავრცელეთ.
გელათზეც ასე ირტყმევინებოდნენ ) იარესადაც.
ბოლოს როგორც მორჩა ყველამ ვნახეთ .
მასშტაბი და სიმძიმე განსხვავებულია, თუმცა როგორც ბევრგან, ნიკორწმინდის რეაბილიტაციამ დატოვა სერიოზული პრობლემები და ეს ვიზუალურადაც ვაჩვენეთ, კონკრეტულ სეგმენტებზე მითითებით.
ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო და მემკვიდრეობის მტერი, რომ უაყო.
“სახურავის 2 % ზეა დეფექტი, რაც ყველა რესტავრაციისთვის დამახასიათებელი ხარვეზია”-2020 გელათზე
“მცირე პრობლემებია- მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”-2024 ნიკორწმინდაზე
როგორც სხვაგან სადაც გაჯიუტდნენ, ნიკორწმინდის პრობლემებსაც თავის მართლება და მანიპულაციური იერიში ვერ უშველის.
ბოლომდე მივყვებით.
მოვისმენეთ რესტავრაციის ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხი, რომ მწვანე შეფერილობა პრობლემა არაა, სპილენძის ჟანგვის პროცესია და დასრულების შემდეგ მოიხსნებაო.
ფერი რომ ძირითადი პრობლემა იყოს დავმშვიდდებოდით.
2017-2019 წლებში სახურავის გამოცვლასთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარში მოხდა ქვის რესტავრაციაც. რაც გულისხმობდა ისტორიული დაზიანებების შევსებასაც.
წყლით პერმანენტული ზემოქმედების შედეგად სახეზეა შევსების ადგილების დაზიანება, შემავსებელი მასალის გამორეცხვის შემთხვევები. (სურ. 1, სურ.2)
სახურავს რომ სეგმენტურად ხარვეზი აქვს ირკვევა იმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წყალი არა სახურავის ზედაპირიდან, არამედ სპილენძის ფენის შიგნიდან მოედონება. (სურ. 3)
რაც შეეხება ნალექს, თოვლი რაჭის კლიმატისთვის უცხო არ არის, მძიმე ზამთარი ახასიათებს და თოვლის საძირკველში დნობა ინტენსიურ დატენიანებას იწვევს, რაც გამოხატულია ცოკოლოს და კედლის დასველებაში აღმოსავლეთ მხარეს (სურ. 4)
გაუგებარია ქვის ორნამენტების და სარესტავრაციო მასალის წარმომავლობა და ბედი, რომელიც იქვე, ცოკოლთანაა მიყრილი.
რამდენადაც ძეგლების მონიტორინგი რესტავრაციის შემდეგ იშვიათად, ან არასდროს ხდება და რესტავრაციიდან 4 წელია გასული, ამ ყველაფერზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა : “ჩავალთ და შევისწავლით არსებულ ვითარებას”.
იქნებ ძალიან მცირე ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ზიანი მუდმივი არ გახდეს და მდგომარეობა გამოსწორდეს.
თბილისიდან დანარჩენი საქართველოს დამშვიდება, რომ ნიკორწმინდაში არაფერი საგანგაშო არ ხდება, მიუხედავად მასშტაბებში სხვაობისა, დამოკიდებულებებში გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს, როცა ყველა უარყოფდა პრობლემებს.

http://

 

ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა სიცრუეა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

თეგები: ნიკორწმინდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved