ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის დროს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული პრობლემები განიხილეს.
ეკატერინე ტიკარაძე:
“დღეს ჩვენ გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, იმისთვის, რომ დავსახოთ, თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები.
ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელი არის, განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომლებიც საქართველოში მოგვეპოვება, ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა. ამ პროცესს გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა და ყველა მხარე საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა იყოს ჩართული”.
კომენტარები