• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხის უკუეფექტი – უკრაინის არმიის მანევრები არასდროს არ ყოფილა ასეთი წარმატებული” – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
20:32 06-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,286

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:

“???უკრაინის არმიის მანევრები ერთდროულად ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე აქამდე ამ ინტენსივობით არასდროს არ ყოფილა ასეთი წარმატებული, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში, ანუ პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხის უკუეფექტი და დემორალიზებული საოკუპაციო ძალები…

?⚔️1) ბახმუტის ფრონტის სამხრეთის ფლანგზე უკრაინის 28-ე ბრიგადის სამხედროებმა კორდოუმოვკას კაშხალზე აღმართეს დროშა, მდინარე სევერსკი დონეცზე კლიშეევკას მიმართულებით სრულიად იქნა გაწმენდილი მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპირო ოკუპანტებისაგან, მზადდება პლაცდარმი მდინარის მარცხენა სანაპიროზე შემდგომი მანევრებისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების
80-ე აერომობილური ბრიგადის მებრძოლები წარმატებული კომტრიერიშების შემდეგ კილომტერზე მეტით დაწინაურდნენ და მიუახლოვდნენ დასახლება კლეშეევკას რომელიც ფაქტობრივად ოპერატიულ ალყაში იმყოფება უკრაინელი სამხედროების კონტრიერიშების შედეგად…

?⚔️2)სამხრეთის ფრონტის მიმართულება- დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქის მომიჯნავედ როგორც მოსალოდნელი იყო რივნოპილის განთავისუფლების შემდგომ უკრაინული ტაქტიკური დონის ჯგუფები გააქტიურდნენ ფლანგებზე პლაცდარმის მოწყობის შემდგომ, წარმატებით მიმდინარეობს კონტრიერიშები
სტარომაიორსკისა და უროჟანოეს(დონეცკის ოლქი) პრიუტნესა და სტეპოვეს(ზაპოროჟიის ოლქი) მიმართულებებზე…ინტენსიურად მიმდინარეობს უკრაონის შეარაღებული ძალების მიერ საარტილერიო/სარაკეტო/საავიაციო დაბომბვები ტოკმაკის მელიტოპოლისა მიხაილოვკას მიმართულებებზე, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მასალების საწყობების განადგურებით ფრონტის დამუშავება ეფექტურად მიმდინარობს…

?⚔️3)ხერსონის მარცხენა სანაპიროზე უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს სხვადასხვა მიმართულებებზე შეჟონვა ოლეშკის მიმართულებაზე პლაცდარმის(დნეპირის მარცხენა სანაპიროზე) არეალების გაფართოების შემდგომ, რუსულ საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ფრონტის მოშიშვლება(ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდგომ გადაისროლეს სამხედრო ნაწილები ზაპოროჟიის ფრონტზე) სტრატეგიულ დონეზე ალბათ ყველაზე დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ომის ბოლო პერიოდში, რადგან კაშხლის აფეთქებით მათ ტაქტიკურ დონეზე გაიუმჯობესეს ვითარება დროებით,საშუალოვადიან პერსპექტივაში კი უკრაინული არმიის გამაგრება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მხოლოდ დროის საკითხია…

??✊მცირე მასშტაბის ტაქტიკური დონის მოიერიშე ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტრიერიშები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უკრაინის არმიის ერთიანი კოორდინირებული გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია არა მხოლოდ საოკუპაციო ძალების თავდაცვის პოზიციებში სუსტი მიმართულებების პოვნა არამედ ეს უკვე პლაცდარმის არეალებისავის გაფართოებული სამხედრო მანევრებია,
შესაძლოა ვთქვათ რომ ეს უკვე კონტრშეტევის ახალი ეტაპია მეორადი დანიშნულების ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ამოცანების შესასრულებლად, პლაცდარმის არეალების გაფართოებით ვიღებთ შემდეგ მოცემულობას როცა ეტაპობრივად უკრაინის არმიის მანევრულობა ქმნის იმის შესაძლებლობას რომ ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე გარღვევის მცდელობა ვიხილოთ, ეს სავარაუდოდ მაშინ მოხდება, როცა ყველა სამხედო კომპონენტს (საფრონტო და საარმიო ავიაცია საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) მიიღებს უკრაინის არმია მანამდე კი ეტაპობრივად მოხდება რუსული საოკუპაციო ძალების მეთოდური დამუშავება ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე ტერიტორიული პროგრესის ფონზე, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაზეც…

??⚔️ცალკე განხილივის საკითხია როგორ ეფექტურად ახდენს უკრაინის არმიის გენერალიტეტი ადაპტირებას საომარ ველზე შემქნილ ვითარებასთან, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ფორმაციის კომბინირებული სამხედრო დანაყოფების ფორმაცია უშუალოდ კონტრიერიშების დროს, ბრძოლით დაზვერვისა და კონტრდარტყმების დროს(პირველ ეტაპზე როცა დაიწყო მანევრები სამხრეთის ფრონტზე) რაც გამოწვეული იყო ამ თუ იმ ფორმაციის დანაყოფების სუსტი და ძლიერი მხარეების გაანალიზებით უშუალოდ საბრძოლო დავალებების შესრულების შემდგომ, გამომდინარე აქედან რუსებს უჭირთ გამკლავება ამ ახალი ტაქტიკასთან და პროგნოზირება, ასევე ოკუპანტები ვეღარ ახდენენ საპასუხო მანევრებს დროულად, რაც აჩენს მათ თავდაცვის ხაზებში ხვრელებს, ფაქტობრივად მანევრების განხორციელების ტემპებში ცალსახად სჯაბნის უკრიუნული ქვედანაყოფები საოკუპაციო ძალებს, რაც ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივის უპირატესობაზე მეტყველებს უკრაინის შეარაღებული ძალების საპასუხოდ…

??⚔️✊ფაქტია პრიგოჟინის ვოიაჟის შემდგომ რუსული საოკუპაციო ძალებში დემორალიზაციამ იმატა (ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები მასობრივად ბარდებიან ტყვედ, თავმა იჩინა მოუმზადებელი სამხედრო კონტიგენტის დაბალბრძოლისუნარიანობამ ოკუპანტების რიგებში) მათი მართვის ვერტიკალი რთულ მდგომარეობაშია, ბუნებრივია უკრაინული ქვედანაყოფების რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად სამხედრო მანევრების განხორციელება ძალზედ რთულია და დიდ რესურსებსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინის არმიის ზურგის მომარაგების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ამის შესაძლებლობას იძლევა, ამ ეტაპისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის არმიამ შეინარჩუნოს ეფექტური სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა.
ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის უკრაინის არმიის წარმატებების შესახებ რაც ერთგვარად ომში გამარჯვების ფსიქოლოგიურად გარდამტეხ როლს შეიტანს, უკრაინის არმია მიიწევს წინ დამაჯერებლად, ჩვენ უკვე ვხედავთ სტაბილური პროგრესირების დინამიკას ფრონტის ხაზებზე რომელმაც უნდა მიიღოს შეუქცევადი სახე…

დიდება გმირებს!”

თეგები: რუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved