“პრეზიდენტს არ ექნება ობიექტური სურათი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა სესხის აღება,”– ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც მმართველი გუნდი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სესხის აღების ნაწილში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე.
“სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე, თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ მომენტში კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შესრულება, რისი რესურსი ბუნებრივია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია, ანუ, მას არ ექნება ობიექტური სურათი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა სესხის აღება კონკრეტულად ამა თუ იმ პერიოდში,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
კომენტარები