• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” პრეზიდენტს არ აქვს ის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა, რომ 16-ში რა­ღაც მას­შტა­ბუ­რი გა­ა­კე­თოს” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:47 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ 16 ივ­ნისს და­ა­ნონ­სე­ბულ შეკ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და: 

“20 ივ­ნი­სი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის დღეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო ერ­თი­ა­ნო­ბის დღედ გა­და­ექ­ცია, ნაც­ვლად ამი­სა, მან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა. ამის გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლო, რომ 20 ივ­ნი­სი არ ეხ­სე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ამას­თა­ნა­ვე რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ ჯო­ბია 20 ივ­ნისს აქ­ცია სა­ერ­თოდ არ ჩა­ტარ­დეს, ამით ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში გა­და­ყა­რა. და­პი­რის­პი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი კი არ შე­ამ­ცი­რა, არა­მედ კი­დევ უფრო გა­ზარ­და იმის რის­კი, რომ 20 ივ­ნისს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს.

პრე­ზი­დენტს 20 ივ­ნი­სის აქ­ცია შანსს აძ­ლევ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კის ნაც­ვლად, თან­ხმო­ბის დღედ, ანუ პო­ზი­ტი­უ­რი ზე­ი­მის დღედ გვექ­ცია. მას შე­იძ­ლე­ბო­და ეს გა­მოს­ვლო­და ან არ გა­მოს­ვლო­და, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის მცდე­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­და. ნაც­ვლად ამი­სა, მან ფაქ­ტობ­რი­ვად, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე კონ­კუ­რენ­ცია და­ი­წყო.

მას არ აქვს ის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა, რომ 16-ში რა­ღაც მას­შტა­ბუ­რი გა­ა­კე­თოს, იმი­ტომ რომ მის ამ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე, დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, არც ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ელექ­ტო­რა­ტის დიდი ნა­წი­ლი მივა და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა. შე­სა­ბა­მი­სად, ის 500 კა­ცის ამა­რა დარ­ჩე­ბა და ეს პრო­ცესს აკ­ნი­ნებს. მას უნდა, რომ რა­ღაც წონა შე­ი­ძი­ნოს და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე გახ­დეს, მაგ­რამ ეს ასე არ ხდე­ბა. ყალ­ბი პრო­ცე­სის და­წყე­ბა კი არა, არა­მედ ნამ­დვი­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბა არის სა­ჭი­რო და მას ამის შანსს 20 ივ­ნი­სი აძ­ლევ­და. ეს შან­სი არც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა და სა­ხელ­მწი­ფო­საც ვე­რა­ფე­რი შეს­ძი­ნა, პი­რი­ქით რის­კე­ბი გა­ზარ­და. რა სა­ჭი­რო იყო. მას შე­ეძ­ლო ეთ­ქვა: “კი ბა­ტო­ნო 16-შიც შე­ვიკ­რი­ბოთ და 20-შიც თქვენ­თან ვიქ­ნე­ბი,“ – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.
თეგები: გია ხუხაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved