• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის, თავს იბრაზებს და რაღაც უნდა – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
15:51 05-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
460

სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს იმ ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის და თავს რომ იბრაზებს და რაღაც უნდა ამის შემდეგ. მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის „რაღაც“ , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს.

“ალბათ გამოჩნდება რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. გაბრაზება ხან ზოგადი პოლიტიკური სარჩულით, მერე აბსოლუტურად არასწორი, არარელევანტური „მესიჯები“ 26 მაისთან დაკავშირებით და შემდეგ საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო, შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება რას ემსახურება, შეიძლება მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გზავნილებისთვის – კრიტიკული რბილი შეფასებაა.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის ვიზიტს ბრიუსელში და აღნიშნა, რომ იმედია, ისეთივე „კრიტიკული“ არ იქნება სალომე ზურაბიშვილის შეფასებები ქვეყნის გარეთაც და იქნებ მან „ობიექტურობის გამოჩენა შეძლოს“.

„კრიტიკული რბილი შეფასებაა და ამავე შეფასებით ვიტყვი, რომ ასეთი „კრიტიკული“ ქვეყნის გარეთაც არ ექნება. იმ ფრთის წარმომადგენლებს, რომელსაც ახლა ქალბატონი სალომე ნარატივში შეუერთდა, რამდენიმე კვირის წინ ასეთი “მესიჯი” ჰქონდათ, რომ ქვეყნის გარეთ კი არ ვამბობთ ასეთ რაღაცებს, ქვეყნის შიგნით ვამბობთო და დღეს, ამ საუკუნეში, ქვეყნის შიგნით ვამბობო რას ნიშნავს?! ქვეყნის შიგნით, რომ ამბობ არ გადის ის “მესიჯები” გარეთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამას ვერ იგებს და გარეთ თუ იტყვი მარტო იმას იგებენ?! ეს რა დამოკიდებულებაა ვერ ვხვდები. ამიტომ, იმედია, ისეთივე „კრიტიკული“ არ იქნება ქალბატონი სალომეს შეფასებები ქვეყნის გარეთაც და იქნებ რაღაც ნაწილში მაინც ობიექტურობის გამოჩენა შეძლოს. ეს იქნება ქვეყნისათვის ძალიან კარგი და არა რომელიმე პოლიტიკური წარმომადგენლისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved