• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტის და მთავრობის წევრების ერთი ვახშამი გურიაში – 3500 ლარად

ალია ავტორი - ალია
21:57 02-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

13 იანვარს ოზურგეთი მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყო – ქალაქს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრობის მიზეზი კალანდის დღესასწაულის აღნიშვნა იყო.


სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ საზოგადოებას თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამცნო – ადმინისტრრაციის ვებგვერდზე 10 იანვარს გამოქვეყნებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პირველი პირი გურიაში სამ დღეს დაჰყოფდა.
ამავე დღეს, საჯარო განცხადებით გაირკვა, რომ ვიზიტი 13 იანვარს, სოფელ დვაბზუდან იწყებოდა.
პრეზიდენტის დასახვედრად საგანაგებო მზადება ოზურგეთში 11 იანვარს დაიწყეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პროტოკოლი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ერთი სიტყვით ყველა შესაბამისი უწყება გურიას ზურაბიშვილის ვიზიტამდე 2 დღით ადრე ესტუმრა, განრიგი შეადგინა და ვიზიტის მოამზადა.


თუმცა, როგორც ირკვევა, ამ დროს ოზურგეთის მერიაში ეძინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რთული ასახსნელია, რატომ გაიგეს აქ პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ 13 იანვარს, როგორც ამას შესაბამისი დოკუმენტები ცხადყოფენ.
“ბატონო კონსტანტინე, მოგახსებთ, რომ გურიაში ახალ წელს ტრადიციულად „კალანდობა“-ს აღნიშნავენ, ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, მიმდინარე წლის 13 იანვარს 6 საათზე. ზემოაღნიშნული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი და მიმდინარეობს ხელშეკრულებაც.
ვინაიდან სულ ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრებიც, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დამატებით სტუმრებისათვის დაახლოებით 50 ადამიანზე მიმდინარე წლის 13 იანვარს მერიის ხარჯიდან გაუწიოთ სათანადო მასპინძლობა, დაახლოებით 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ფარგლებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაავალოთ შესაბამის სამსახურს თანხის გამოყოფა და აღნიშნული საკითხის მოგვარება. “, _ აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ, ოზურგეთის მერს 13 იანვარს მისწერა.


ამ წერილზე, მერს ბრძანების გამოცემა არ დაუყოვნებია და იმავე დღეს 3500 “დამატებითი სტუმრების” ჭამა–სმისთვის გამოიყო.


გამოყოფილ თანხაზე ხელშეკრულება ინმეწარმე ჭიჭიკო ხელაძესთან გაფორმდა. 14 იანვარს გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ ხელაძე სოფელ დვაბზუში 54 კაცს გაუმასპინძლდა. უფრო კონკრეტულად კი “საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პიარ სამსახურს, პროტოკოლის სამსახურს და უსაფრთხოების სამსახურს 25 კაცის შემადგენლობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ადმინისტრაციას, პიარ სამსახურს, პროტოკოლის სამსახურს და უსაფრთხოების სამსახურს 14 კაცის შემადგენლობით, პარლამენტარებს – დავით სონღოლაშვილს, ნინო წილოსანს, ელგუჯა გოცირიძეს, გენადი მარგველაშვილს, ბექა ოდიშარიას, გელა სამხარაულს, ასევე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისავედ რუდს და დიპლომატიური კორპუსის 5 წარმომადგენელს, ასევე პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს”.


არადა, დვაბზუში არც ბექა ოდიშარია ყოფილა, არც გელა სამხარაული და არც ამდენი ადამიანისთვის არ გაშლილა სუფრა.
თუმცა, მიღება–ჩაბარების აქტით თუ ვიმსჯელებთ, ოზურგეთის მერიამ “დამატებითი სტუმრებისთვის” 7 ულიფა პურის ასორტი, 60 ცალი მჭადის კვერი, 15 ცალი 8 ნაჭრიანი იმერული ხაჭაპური, 15 ცალი, მთავრისებრი ფორმის, 5 ნაჭრიანი გურული ღვეზელი, 12 კილოგრამიანი გოჭი, 10 ცალი წიწილი, 10 ცალი სოფლის დედალი და კიდევ ბევრი სურსათ–სანოვაგე შეიძინა.
ეს იმ ფონზე, როცა იგივე ინდმეწარმე ჭიჭიკო ხელაძესთან 13 იანვარს, კალანდის ღონისძიების ორგანიზებისთვის, უკვე იყო გაფორმებული ხელშეკრულება და 9805 ლარის ღირებულებით.
და აქვე გასათვალისწინებელი ერთი დეტალი – წლევანდელ კალანდობაზე არც მოწვეული მომღერალი ყოფილა, არც სპეციალური სცენა და არც რაიმე განსაკუთრებული სიახლე. ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას და ამ ანსამბლებს, მათ ხელმძღვანელებს და ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირებს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ყოველთვიური ანაზღაურება ისედაც ეძლევათ!


ჩვენ შევეცადეთ მერიის “დამატებით სტუმრებისთვის” გამოყოფილ თანხებზე და სხვა საინტერესო დეტალებზე ოზურგეთის მერის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა, კონტანტინე შარაშენიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თაიმერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved