• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტის და გია ხუხაშვილის შეხვედრა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:30 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,113

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ დამფუძნებელს გია ხუხაშვილს შეხვდა.

პლატფორმის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ საუბარი, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ემიგრაციის საკითხს შეეხებოდა.

„შინ მომავლისთვის“ უკვე სამი თვეა მუშაობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციისა და ემიგრაციის პრობლემებზე. მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

იქმნება ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებული ქსელი, შესაბამისი დარგობრივი პანელებით. პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთის მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორეს მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

პლატფორმა ეხმარება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესში – სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციაში სთავაზობს რა სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში. ასევე, სამართლებრივ დახმარებას უწევს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად.

უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის, ისტორიის და სამართლის შემსწავლელი სკოლა, სადაც სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები რამდენიმე თვეა, სრულიად უფასოდ სწავლობენ.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა სამედიცინო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში. დაგეგმილია ჯანდაცვის საკონსულტაციო ჰაბის შექმნა აშშ-ს და ევროპის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩართულობით.

დაგეგმილია საგანმანათლებლო შერეული ბანაკების ფორმირება ემიგრანტთა შვილების და ადგილობრივი მოზარდების მონაწილეობით.

იდეას „შინ მომავლისთვის“ აქტიური მხარდამჭერები ჰყავს როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ დიასპორულ საზოგადოებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved