• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტი ყოფილი სამხედროების ჯგუფს ხვდება

ალია ავტორი - ალია
14:50 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
886

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ხვდება – განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისია.

ვეტერანები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

მათი თქმით, აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც სახალხო ფორუმის შექმნას გულისხმობს.

ჩვენ წარმოვადგენთ ყოფილი სამხედროების ჯგუფს, ვეტერანებს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან. როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მძაფრი კრიზისი ომია, ომის გამოცდილება გვაქვს და ჩვენი ხედვით, ერთადერთი, პრაქტიკულად, გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია და ახალი არჩევნები.
ჩვენ გვაქვს უკვე დამუშავებული პროექტი, რომ შეიქმნას სახალხო ფორუმი, სადაც გაერთიანდება ყველა პროგრესული ძალა, მოახდენს ახალი სოციალური დაკვეთის გაფილტვრას და ჩამოყალიბებას, რის საფუძველზეც შემდეგ უკვე ახალი არჩევნების ფორმატში საქართველო ახალ ნაბიჯზე წავა. ერთ-ერთი ჩვენი კონკრეტული წინადადება ეს არის რესპუბლიკის შეცვლა, ანუ მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომელიც ახალ წესებს დააწესებს, უფრო დემოკრატიული იქნება, უფრო გამჭვირვალე. ზუსტად იმ გარანტიებით და იმ საშუალებებით იქნება უზრუნველყოფილი, რასაც ჩვენ დასავლეთი გვაძლევს.
ისევე, როგორც შაქარყინულს ვერასდროს მიიღებთ კრისტალის გარეშე, პირველი კრისტალი, რომლის გარშემოც ეს აიკინძება ალბათ პრეზიდენტი უნდა იყოს. პრეზიდენტმა უნდა ითავოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა საქართველოში, – ამბობს სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ყოფილი უფროსი ვასილ გოგოლაძე.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან:

  1.  პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე – ეროვნული სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, ვეტერანი.
  2. დავით გუნაშვილი – თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. საჯარო მმართველობის ექსპერტი
  3. ვიცე პოლკოვნიკი კახაბერ ჩიქოვანი – სასაზღვრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე. ვეტერანი.
  4. ვასილი გარსევანიშვილი –  გენერალური შტაბის J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის და უსაფრთხოების პლიტიკის ექსპერტი;
  5. პაატა პაპავა – სამხედრო აკადემიის ყოფილი პრორექტორი;

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved