• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

ალია ავტორი - ალია
10:15 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.

მომდევნო სამშაბათს პარლამენტი მუშაობას დაიწყებს ამნისტიის პროექტზე, რომელიც ნიკა მელიასაც შეეხება. ამასთანავე, მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში, თანხას ევროკავშირი გადაიხდის.

როგორც შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ ორ საკითხზე საბოლოო პოზიციები ყველა მხარის მონაწილეობითა და დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმდა.

„მათ და ბატონ ნიკა გვარამიას, ვისაც ეგონა, რომ საქეიფოდ ვიყავით აქ მოსულები, მინდა გავაცნო პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით. გიორგი რურუა შეწყალების აქტით 27 აპრილს გათავისუფლდება. ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას. ამნისტია შეეხება იმ მუხლებს, რომლებითაც პასუხისგებაში მიცემული არიან ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებზე“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი თუ გადაიხდის გირაოს, ნიკა მელიას ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატიმროდან გამოვიდეს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გიორგი რურუას, პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს.

„თუ მელიას ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი და მას შეუძლია გამოვიდეს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი დამტკიცდება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. რაც შეეხება რურუას, სამშაბათს, ინიცირების შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. ამნისტია კი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მიღების შემდეგ ორბელიანების სასახლეში, სადაც ევროპული საბჭოს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, 20 აპრილს ვახშამი გაიმართა. სადილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს. სადილს ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved