• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის განცხადებით ეკონომიკა დუღს, პარტნიორებს 300 მილიონის დახმარებაზე უარეს ეუბნება, ივლისსა და აგვისტოში კი სოციალურად დაუცველების რაოდენობა რეკორდულად 67 266 -ით იზრდება – ანა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართა და საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა.
ბიბილაშვილმა ბრიფინგის დროს, ის სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 67 266-ით გაიზარდა.

„საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული სოციალურ სააგენტოში და ელოდება სახელმწიფოსგან შემწეობას. სამწუხაროდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მესამედი უკიდურეს სიღარიბეშია.

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ჩვენს პარტნიორებს უარს ეუბნება 300 მილიონის დახმარებაზე, ვხედავთ რიცხვებს, რომ ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველების შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად 67 266 -ით გაიზარდა.  თუ პრემიერის განცხადებას დავეყრდნობით, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, ჩნდება კითხვა რატომ გაიზარდა სოც დაუცველთა რაოდენობა ორ თვეში 67 266-ით,”- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ამომრჩეველზე ზემოქმედება და მანიპულაცია იყოს.

 „ შესაძლოა ხელისუფლება გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დღეში 2 ლარის შემწეობას ითხოვენ, საარჩევნოდ იყენებს.  გასარკვევია, მცირედი შემწეობის  სანაცვლოდ სახელმწიფო მათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხომ არ აიძულებს. ამ კითხვებს შესაბამის სადამკვირვებლო ორგანოებს გადავცემთ, რადგან საეჭვო რიცხვებია. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სიღარიბე და ადამიანების გაჭირვება უნდა დავასრულოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაუსაბუთებლად, ეჭვი ეყრდნობა სტატისტიკას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ იყენებს ხოლმე ხელისუფლება სოც დაუცველებს წინასაარჩევნოდ და ხშირად ემუქრებიან შემწეობის მოხსნით. ეს ადამიანები უნდა დავიცვათ და მათზე ვიზრუნოთ,”- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

თეგები: ანი ბიბილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved