• რეკლამა
  • კონტაქტი
06:06, სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის ეჭვები ხანძრებზე – ვინ უნდა გამოიძიოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები?

ალია ავტორი - ალია
14:50 08-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
361

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით  აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი.

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა  განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული.

ქვეყნის პირველ პირს არ უთქვამს, რა ინფორმაციას ფლობს და რა ეჭვები გაუჩინა ხანძრებმა, არც ის უთქვამს, ეს ეჭვები ვინ უნდა გაუფანტოს. სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს და პირველადი მონაცემით არსებობს, თორემ, ქვეყნის პირველი პირი, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მხოლოდ პირადი ეჭვით და განცდებით ხომ არ ისაუბრებდა? თუ ისაუბრებდა?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved