• რეკლამა
  • კონტაქტი
19:25, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერი მატყუარაა! კორუფცია მათ მხარესაა, მთავრობა ჯიბეებში ფულს უყურებს” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

ალია ავტორი - ალია
17:40 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,518

პასუხი ირაკლი კობახიძეს და “ქართულ ოცნებას” –  ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ივანიშვილის რეჟიმს კორუფციაში ამხელს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი თედ ჯონასი ამბობს, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტს იბარებს სანქცირებულია, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ არცერთი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა

პრემიერი ტყუის, ის მატყუარაა. როცა კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს. მათ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პოილიტიკური საქმე შექმნეს, რომელ კორუფციაზე საუბრობს? კორუფცია მათ მხარესაა. მათ აირჩიეს კორუმპირებული ჩინური კომპანია. მთავრობისთვის, რომელშიც საკუთარ ჯიბეებში ფულს უყურებს, ასეთი კომპანია იდეალური პარტნიორია. ეს კომპანია სანქცირებულია! ეს ნიშნავს, რომ არანაირი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა – ეს იქნება რკინის კედელი. როგორც კი კომპანია, ბანკი, ინვესტორი დაინახავს სანქცირებულების სიაში ჩინურ კომპანიას, არ დაიჭერს საქმეს ასეთ პროექტთან.

რუსეთი ბლოკავდა ანაკლიის პროექტს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ის ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან და მუდმივად ჰქონდათ პარანოია, რომ ეს იქნებოდა ნატოს სამხედრო ბაზა. უკრაინის ომმა შეცვალა პოლიტიკა, მას შემდეგ რაც ნოვოროსისკის პორტი გაჩერდა. რუსეთმა ამის შემდეგ აანთო მწვანე შუქი, პარალელურად ის უფრო მეტად დაუახლოვდა ჩინეთს და მოეწონა იდეა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მის მოკავშირე ჩინეთს განეხორციელებინა. აღარ იქნებოდა აქ ჩართული დასავლური ინვესტიცია და რუსეთიც შეძლებდა ანაკლიის გამოყენებას მისი ინტერესებისთვის. რუსეთმა უთხრა ივანიშვილის ხელისუფლებას, გვაჩვენე რომ აქ არ იქნება დასავლური ინვესტიცია, არა ევროკავშირი, არა ამერიკა.

“ქართულმა ოცნებამ” სრულად გაანადგურა მისი ურთიერთობა დასაველთთან რუსული კანონის მიღების ფონზე და მომდევნო დღეს განაცხადა ჩინური კონსორციუმის ანაკლიაში შემოსვლის შესახებ. ეს ვერ იქნება დამთხვევა. რატომ მხოლოდ ჩინური კომპანია? არცერთი დასავლელი გამოცდილი ინვესტორი არ დაიჭერს საქმეს მთავრობასთან, რომელიც არასანდო პარტნიორია. მეორე საკითხია, ჩვენი საქმე, რომელიც ისევ არბიტრაჟშია. თუ გავიმარჯვებთ, საქართველოს მთავრობას მოუწევს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა”.

ირაკლი კობახიძე სპეკულაციებს უწოდებს  განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.  ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმის სახელი ამერიკულ სანქციებს არ უკავშირდება.

ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved