• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პრემიერი კი არ უნდა გადადგეს, მმართველ გუნდთან ერთად ძალიან მაგრად უნდა დადგეს…” – დათო მაღრაძე

ალია ავტორი - ალია
20:20 08-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

„კვირის პალიტრასთან“ პოეტი დათო მაღრაძე, ამბობს:

„არ ვეთანხმები ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირის მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. კი არ უნდა გადადგეს, მმართველ გუნდთან ერთად ძალიან მაგრად უნდა დადგეს, რომ ქვეყანას რყევები აარიდოს. ეს არის მათი უპირველესი მოვალეობა. არც მიშელის შეთანხმებაა იმაზე მნიშვნელოვანი¬ და არც სხვა დოკუმენტი იმასთან შედარებით, ვიდრე კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნისთვის რყევების არიდებაა.

მათ ეს უნდა შეძლონ, ვინაიდან ოპოზიციის ულტიმატუმი დაახლოებით ასე ჩანს – მანამდე ვიქნებით გიჟად, სანამ ხელისუფლებაში არ მოვალთო. არადა, მათი ხელისუფლებაში ყოფნით ქვეყნის მოსახლეობა გაგიჟდება. ამიტომ ჯობია, ისევ პირველ სურათს ვუყუროთ. მოსახლეობას რევოლუცია კი არა, ევოლუციური განვითარება სურს.

რაც შეეხება მთელ ამ უმსგავსობას, ხელისუფლებამ კეთილინებოს და უზრუნველყოს, რომ მოსახლეობამ თავისი ნება არჩევნებზე გამოხატოს და პასუხიც გასცეს. საზოგადოდ კი პოლიტიკური ცხოვრების გზაზე უმნიშვნელოვანესია თავიდან გავიაზროთ, რა სივრცეს მოიცავს და რა ჰორიზონტებს სწვდება თავისუფლება. ადამიანის უფლებების კვალდაკვალ არსებობს უფლება-მოვალეობებიც. უფლება-მოვალეობის გარეშე ქაოსია, მოვალეობა უფლების გარეშე – დიქტატურა. ცალ-ცალკე მახინჯ ფორმებს იღებს, ერთად კი საზოგადოებას განვითარების მუხტს აძლევს.

ასევე გასააზრებელი გვაქვს ქრისტიანობა და ლიბერალობაც, რადგან 5 ივლისს გამოჩნდა, როგორ ვიაზრებთ მათ. კი ბატონო, ეპოქას თავისი ხასიათი, დინამიკა, საურთიერთობო ენა აქვს, მაგრამ ქრისტიანობის გზაზე ჩვენი მეხსიერებიდან და წარმოსახვიდან ნუ გავაქრობთ 33 წლის ქრისტეს, რომელიც სრულიად უქონელი, ერთი მოსაცმლითა და ეკლის გვირგვინით შეუდგა გოლგოთის გზას. ქრისტიანობა განსაცდელის რელიგიაა და არა კომფორტის, რომელსაც მოირგებ და მოილამაზებ.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ასეთი ფორმულირება: “ჯვარი ევროპის სანაცვლოდ”, არასწორია. ამგვარად არც ევროპაა სწორად დანახული და არც ჯვარი, ლოცვა და რწმენა. ევროპული რენესანსი, რაც ხიბლავს მთელ კაცობრიობას და ძალზე ფაქიზ ყურადღებას იმსახურებს, გვამდიდრებს და გვასაზრდოებს, სწორედ ჯვარზეა დამყარებული.

ბერძნულ-რომაულმა სამყარომ გაუშალა ასპარეზი ქრისტიანობას. დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის აკადემიის დაარსებაზე ამბობს: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა და კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინადო… ეს იყო გელათის იდეა. ანტიკური რაციოსა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზში აღმოცენდა “ვეფხისტყაოსანი”, ისევე, როგორც მიქელანჯელო, რაფაელი, ჯოტო და სხვ. ჯვარსა და ევროპას შორის საუკუნეებშია განფენილი უდიდესი სიმფონიაა. ასე რომ, გრძელდება სწრაფვა ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისკენ და მჯერა, ქვეყნის საგარეო ვექტორი, ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება”.

თეგები: დავით მაღრაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved