• რეკლამა
  • კონტაქტი
08:36, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერი ხალხის განუვითარებელ უნარებს განავითარებს და თბილისში 100 ათასს ადამიანს დაასაქმებს – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:36 11-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:

“თუ გადახედავთ რეგიონებს, ყველა დამეთანხმება, რომ დანგრეულია, გაპარტახებულია რეგიონები, ეს ნანგრევები, ყველაფერი…

600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანიდან თითქმის ნახევარი – 300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე – ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს – შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად… რეგიონებში ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ.

ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე.

მას შეეძლება, რომ  2-3 სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ყოველდღიური სამსახური. რეალურად, მისი შემოსავალი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს. თუ ჩვენ ადამიანები არ მივაჩვიეთ ამ შრომას, არ განვუვითარეთ უნარები, თავად არ დაიჯერეს საკუთარი თავის და საკუთარი უნარების რეალიზება არ მოახდინეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის მორევი…

კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იქნება დასაქმების სააგენტოს კონკრეტული წარმომადგენლობა და პირობითად, თქვენ ხართ წარმატებული ბიზნესმენი, ფერმერი და გჭირდება 100 მუშახელი, მიმართავთ ამ კონკრეტულ სააგენტოს და სააგენტო გამოგიგზავნით თქვენ, შესაბამისად, არ მოხდება არც დუბლირება, არც საზოგადოებრივ საქმიანობას არ მოაკლდება ეს ძალა.

300 000 სამუშაო ადგილი და ადამიანი არის ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ამ ძალას ისე გადავანაწილებთ, ეს არის რეალურად დიდი ჯარი, რომელიც უნდა იმართოს ძალიან ეფექტიანად.  

მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის მერია, დღეს რომ მიაწოდოთ 10 000 მუშახელი, ადამიანი, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს, იმიტომ, რომ იმდენია საქმე ქალაქში,  ყველგან. რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება, სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს ხომ, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის.”

როგორც ხედავთ, საქართველოში სამსახყრები ძალიან ბევრია, უბრალოდ, ბიზნესი მუშახელს ვერ პოულობს, თურმე, ამიტომ სახელმწიფო შექმნის სააგენტოებს, რომლებსაც დავაფინანსებთ ბიუჯეტის ფულით და ეს სააგენტოები დააკავშირებენ მუშახელს ბიზნესთან. გარდა ამისა, პრემიერმა ქართველებს შრომას დაუჩვეველი ხალხი გვეძახა და გვითხრა, რომ ჩვენ განუვითარებენ უნარებს განავითარებს.

პრემიერი გარანტია იმისა, რომ თბილისში 100 ათას ადამიანს დაასაქმებს. შესაბამისად, 100 ათას ადამიანს შეუძლია მიმართოს პირადად ღარიბაშვილს განცხადებით.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved