• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერის ბრძანებების დამალვა – ვის გადასცემს მთავრობა ქონებას და რა პირობებით” – TI

ალია ავტორი - ალია
16:30 11-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე.

TI-ის შეფასებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთავრობა ვის გადასცემს ქონებას და რა პირობებით.

 

„სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, რის გამოც ამ სფეროში გამჭვირვალობის არარსებობა დაუშვებელია. მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, განსახილველი 9 საკითხიდან 5 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 4 გარკვეულ კითხვებს აჩენს:

1. ანონიმური პრივატიზება: განსახილველ საკითხებს შორის იყო პრივატიზების გადაწყვეტილება, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.

2. შპს “დიღომი ჰესი”: 20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს “დიღომი ჰესს” აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის აღწერა და პრივატიზების პირობები უცნობია. შპს “დიღომი ჰესის” მეწილე და დირექტორი ტარიელ გიორგაძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია – მან პარტიას 60 000 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა.

3. ფიზიკური პირი ვალერიან ნარიმანიძე: 20 ნოემბერს მთავრობამ გადაწყვიტა გაატაროს გარკვეული ღონისძიებები ფიზიკურ პირ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად. უცნობია, რა ღონისძიებები იგულისხმება, რადგან შესაბამისი განკარგულება არ გამოქვეყნებულა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი განკარგულებები გულისხმობს დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულების პატიებას ანდა გადახედვას. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ მთავრობის 2019 წლის განკარგულებით, ვალერიან ნარიმანიძეს წლიური 5 050 ლარის სანაცვლოდ 25 წლით იჯარით გადაეცა 1 467 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც საპრივატიზაციო პირობად 2 წლის განმავლობაში 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტურისტული ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა იყო ჩადებული. შესაბამისი განკარგულების გასაჯაროება აუცილებელია, რათა გავიგოთ რა იგულისხმება საქმიანობის ხელშეწყობაში და აპატიებს თუ არა სახელმწიფო რაიმე შეუსრულებელ ვალდებულებას ვალერიან ნარიმანიძეს.

4. შპს “რეზო კვარაცხელია”: მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედება შპს “რეზო კვარაცხელიას” მიმართ არსებული პრივატიზების პირობები, თუმცა დეტალები უცნობი რჩება. შპს “რეზო კვარაცხელიას” სახელმწიფო ქონება – 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი – ჯერ კიდევ 2012 წელს გადაეცა. 2018 წელს ქონება კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა, 2023 წლის 20 ნოემბერს კი მთავრობამ გადაწყვიტა კომპანიას გარკვეული, საზოგადოებისთვის უცნობი, შეღავათი შესთავაზოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობს მოთხოვნების შესაბამისად და უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved