• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერ-მინისტრმა ხალხს შესთავაზა გზა, თავი აარიდონ აცრას” – სანაია

ალია ავტორი - ალია
00:59 12-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ვეცადე, მარტივად მეთქვა, რა ბოროტებაა ორი მწვანე პასპორტი. იქ ტიკარაძემ იხუმრა ღარიბაშვილის მასობრივი მკვლელობის გადაწყვეტილებაზე, მერე ჩვენც გავიცინეთ ფეისბუქზე, მერე ვითომ არც არაფერი. სინამდვილეში გაეცანით ბოროტების მასშტაბებს.

●

წარმოიდგინეთ საქართველოს მოქალაქე.

ეს მოქალაქე არ არის აცრილი.

ამ მოქალაქეს, მაგალითად, 6 თვის წინ კოვიდი შეეყარა და გადაიტანა.

კოვიდის მოხდის შემდეგ იმუნინეტი სადღაც 6 თვე გინარჩუნდება და მერე შეიძლება, ისევ დაავადდე.

როგორც გითხარით, ეს მოქალაქე არ იყო აცრილი. კოვიდის გადატანის შემდეგაც არ აპირებდა აცრას.

გავიდა 6 თვე და მაინც არ იცრება. ამასობაში იმუნიტეტიც ამოეწურა. რისკი გაიზარდა, რომ ისევ დავირუსდება.

ახლა ამოქმედდა მწვანე პასპორტი.

თუ ეს პასპორტი არ ექნება, ვერ შევა ბევრს ობიექტზე – რესტორნები, სასტუმროები და ასე შემდეგ.

მწვანე პასპორტმა მოქალაქეს უნდა უბიძგოს აცრისკენ, რადგან რესტორანშიც უნდა წასვლა და ბევრ სხვა ადგილზე. თან იცი, რომ გარშემო ამ ობიექტებზე ყველა უსაფრთხოა.

და აი ამ დროს სცენაზე შემორბის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ მეორე მწვანე პასპორტია საჭირო.

ღარიბაშვილი იმავე სიბრძნეს განავრცობს – ვისაც ოდესმე გადაუტანია კორონა, ყველას უნდა მივცეთ სამუდამო მწვანე პასპორტიო.

ამრიგად – 6-თვიანი იმუნიტეტი, ვაქცინაციისკენ ბიძგი, ისა, ესა. დაიკიდეთ ყველაფერიო. მთელი მსოფლიო ამბობს, აიცერითო, იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვე მოქმედებს და ხელმეორედ დაგემართებათო. მარტო საქართველოში 5 ათასი ადამიანი დაავადდა მეორედ. ანუ ერთხელ მოიხადეს კორონა და მეორედაც დაემართათ.

ანუ პრემიერ-მინისტრი ჰქვია და ხალხს შესთავაზა გზა, თავი აარიდონ აცრას.

საქართველოში 12 000-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. აქედან თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო.

ამ ფონზე ღარიბაშვილს შემოაქვს მეორე პასპორტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აცრისგან თავის არიდება.

ანუ ადამიანებს იმეტებს სიკვდილისთვის.

ჩნდება კითხვა – რატომ აკეთებს ამას ?

იმიტომ, რომ სამღვდელოება მხარს არ უჭერდა ვაქცინაციას, ათას სისულელეს ქადაგებდნენ ამბიონებიდან, ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია ჩააგდო – ამ ყველაფრის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრა. შესაბამისად მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულია.

ღარიბაშვილი კი, როგორც ჯაღმაიძეთა და სხვა მსგავსთა თანამოაზრე, ფიქრობს, რომ აუცრელი უმრავლესობაა მისი დასაყრდენი. ოღონდ დეზინფორმაციით გაბრუებულ ამ ადამიანებს პირდაპირ უშვებს სასაკლაოზე.

უბრალოდ, დაფიქრდით, როგორ ფეხებზე კიდია ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელისუფლებას.

მერე ვიღაცებს უკვირთ რამე ქართული ოცნებისგან.”

თეგები: ვახო სანაიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved