• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოზიციებიდან გადაუხვიეს” – უკრაინის ახალი პირობები რუსეთს და ლავროვი, რომელსაც ახალ პირობებს ძველი ურჩევნია

ალია ავტორი - ალია
19:32 04-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
773

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამბობს, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმების ახალ პროექტში, რომელიც კიევმა გუშინ წარადგინა, ადრე შეთანხმებული პოზიციებისგან გადახვევაა.

“გუშინ, უკრაინულმა მხარემ, მოლაპარაკებების ჯგუფს შეთანხმებების თავისი პროექტი წარუდგინა, რომელშიც სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება. მითუმეტეს იმ დოკუმენტიდან გადახვევა, რომელზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას ხელმოწერაა. შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინელებმა დაადასტურეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყირიმსა და სევასტოპოლზე არ გავრცელდებოდა.

გუშინდელ პროექტში კი ეს ფაქტი გამოტოვებულია და საუბარია რაღაც ეფექტურ კონტროლზე, რომელიც 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს უკავშირდება, ამასთან უკრაინელები დონბასისა და ყირიმის პრობლემების პრეზიდენტების დონზე გამართულ შეხვედრაზე გატანას ითხოვენ, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შედგეს”

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინის პირობების მიღებაზე არაერთხელ განაცხადა უარი და მიუხედავად იმისა, რომ კიევის შემოგარენიდან ჯარის გაყვანაზე დაიწყო საუბარი, რეალურად, ჯარის გადაჯგუფების მცდელობა დაიწყო უკრაინაში. სამხედრო ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ რაც უფრო გაიმყარებდა უკრაინა პოზიციებს და რაც მეტად გაწელავდა რუსეთი უკრაინის პირობებზე დათანხმებას, მით მეტად გამკაცრდებოდა უკრიანის პირობები. შეგახსენებთ იმასაც, რომ რეალურად, ზელენსკი პირიქით ამბობდა და ყოველთვის ითხოვდა, შეხვედროდა მას პუტინი, ისიც კი შეუთვალა, რომ “არ იკბინება” და ამბობდა, რომ რადგან მხოლოდ პუტინს შეუძლია ომი დაამთავროს, ამიტომ უნდა შედგეს მასთან შეხვედრა. რაც შეეხება ომის შემდეგ შეხვედრად – ზელენსკის პირობა ასე ჟღერდა – მას შემდეგ, რაც რუსეთი გაიყვანდა თავის ჯარს, პუტინი უნდა შეხვედროდა პუტინს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ესაუბრათ ნეიტრალიტეტზე, რომელი ნეიტრალიტეტის პირობებიც, რეალურად, რუსეთისთვის, ექსპერთა შეფასებით, კაპიტულაციის აღმნიშვნელია. 

“ვინ მოაწერს ნეიტრალიტეტზე ხელს, სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს? რეფერენდუმი ვერ ჩატარდება სანამ სხვა ქვეყნის ჯარი დგას!” – ზელენსკი

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისერგე ლავროვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved