• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოსტებს მისაჩივრებენ “ბიჭები” – ვინ და რატომ უჩივის ეკა კუპატაძეს

ალია ავტორი - ალია
18:26 05-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
❌შიშზე ქვემოთ დავწერ, ჯერ გუშინდელი სასამართლო პროცესის შესახებ ვიტყვი ორ სიტყვას.
❌გუშინ იყო ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის მორიგი პროცესი და ისევ მორიგი ცირკი დადგეს მკვლელების ადვოკატებმა.
👉სხდომაზე უნდა დაკითხულიყო მსჯავრდებულები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე.
👉რიკაძე პროცესზეც კი არ გამოცხადდა.
👉გაბაშვილი გამოცხადდა, მაგრამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა; უბრალოდ, მამიკო დაინახა და ჰაეროვანი კოცნები გაუგზავნეს ერთმანეთს.
❌ორი სხდომა-სხდომისთვის ჩაატარებინეს მოსამართლეს.
👉წინასწარ იცოდნენ, რომ ჩვენებას არ მისცემდნენ მოწმეები, მაგრამ…
📍არ დაენანათ სახელმწიფო რესურსი, პოლიციას იძულებით მოაყვანინეს იმნაძე; გუშინ გაბაშვილი მოიყვანეს და უიჰ, ამასაც არ სურს ლაპარაკი, ესეც არასრულწლოვანია და არ ვანერვიულოთო.
📍არ დაენანათ მოსამართლის, პროკურორის, ან თუნდაც თავიანთი დრო, მაშინ, როცა ადვოკატი გიორგი სიბაშვილი წამებს მითვლიდა სასამართლო პროცესზე, ჩემი ჯანმრთელობის გამო, 18:00 სთ-ის შემდეგ ვერ გავჩერდებიო.
🔥იქნებ, ის უხეთქავდა გულს, მყარ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან პარალელების გავლებით, ჰაერში რომ ვაბურთავე ადვოკატებიც და ბრალდებულებიც 30 აპრილის და 1 მაისის სასამართლო სხდომებზე.
🔥ან იქნებ, იმან გააწიწმატა, პროცესზე რომ ვუთხარი გიორგი სიბაშვილს: — შენ ვერ ისწავლი ჩემს მათემატიკას ისე 6 წელში, როგორც მე ვისწავლე შენი სისხლის სამართალი 6 თვეში, თანაც უკიდეგანოდ გამწარებულმა-თქო.
❌ეს გულგახეთქილი და გაწიწმატებული ადვოკატები იმასაც ხვდებიან, რომ ტყუილს ვერ შეაპარებენ მოსამართლეს, რადგან
👉პროკურორმა, ქეთი სონიძემ, საქმის ყველა წვრილმანი ზედმიწევნით იცის და იბრძვის თავგანწირვით.
👉მეც, გულდასმით, წამის დანაკარგის გარეშე, მისმინა მოსამართლემ ორი დღე.
❌მერე თავად მოსამართლის პრინციპულობას მოუსინჯეს კბილი და მოითხოვეს ნია იმნაძის დაკითხვა.
👉დახვდათ სალი კლდე, ახალგაზრდა მოსამართლემ დაუშვა პრეცედენტი და არასრულწლოვანი იძულების წესით დაიბარა სასამართლო პროცესზე.
❌ხვდებიან, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ვერ ასცდებიან მაქსიმალურ სასჯელს, არადა კბილი უკაწკაწებთ მსუყე ჰონორარზე, ამიტომ ბრალდებულების მშობლების საამებლად, ჩემი ფეისბუქის პოსტების და საჯარო გამოსვლების გამო, სამოქალაქო დავა დამიწყეს.
🔴მივმართავ ანი ნასყიდაშვილის ადვოკატებს:
✊ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!!!
👉ახლა კი მიცნობს მთელი საქართველო, მაგრამ მანამდეც უთვალავი ნაცნობ-მეგობარი მყავდა. 👉ვერ იპოვით ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ ეკა კუპატაძეს ოდესმე რამესი ან ვინმესი შეშინებია.
👉ასეც რომ არ იყოს, შვილმკვდარი დედა გეყოლებათ ნაცნობებში და კითხეთ, მისი შეშინებას რამე ან ვინმე თუ შეძლებს!!!
ვის დაეკარგეთ?!
საკუთარ ეგოს, ჩემთან ვერ დაიკმაყოფილებთ!!!
შოუებს რომ მიდგამთ,
აქ სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბებისთვის ბრალდებულებს კი არ იცავთ, სადისტურად მოკლულია უდანაშაულო, ჯანმრთელი, ახალგაზრდა ექიმი ბიჭი და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არის საქმეში ბრალდებული!!!!
🔥ჩემი შვილის მკვლელობის ვიდეო ხელიდან ხელში აფრიალეს და პოსტებს მისაჩივრებენ აქ ,,ბიჭები”.
ისე, იმაზე ამაზრზენი არაფერია, 2 მეტრიანი კაცი, 2 აბაზად რომ დახურდავდება!!!
წაიღეთ ახლა, კოპი-პეისტით, ეს პოსტი, ჩაწერეთ სარჩელში და თქვენს სამოქალაქო სასამართლოზე რომ მოვალ, თავზე გადაგაფხრიწავთ სინდის-ნამუსს!!!
🔴და ბოლოს, საზეპიროდ:
🔥სანამ, მართლმსაჯულება არ იტყვის საბოლოო, მკაცრ სიტყვას, ვერც ეკრანებიდან ჩამომხსნით და არც პოსტების წერას შევწყვეტ!!!
🔥საზოგადოება ჩემგან, იქნება სრულად ინფორმირებული!
🔥უფრო მეტიც, არ დაიჭერენ ყველა დამნაშავეს?
‼️საზოგადოების მონაწილეობით, საერთო სახალხო სასამართლოს მოვაწყობ და როგორც ანი ნასყიდაშვილი იტყოდა, ,,პირი დაგრჩებათ ღია!”
‼️‼️‼️ამ პოსტშივე უნდა გავასწორო არასწორად გავცელებული ინფორმაცია:
👉ნია იმნაძე სასამართლოდან სასწრაფოთი არ წაუყვანიათ.
👉ნია იმნაძე, 7 მაისს, პოლიციამ მოიყვანა პროცესზე და პოლიციამ წაიყვანა სახლში!!!!
♦️პ.ს. პოსტი გუშინ იმიტომ ვერ დავდე, რომ ეს ლაიქ გვერდიც დამირეპორტეს და წვდომა მქონდა შეზღუდული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved