ტვ პირველის ინფორმაციით, ათი დღეა გაფიცულები არიან პოლონურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები, რომლებიც 5-6 თვის აუღებელ ხელფასს ითხოვენ.
საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქვეყანა იძულებით უკიდურესი ფინანსური მდგომარეობის გამო დატოვეს, ახლა შველას ითხოვენ. წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილები ღამეებს ტრაილერებში ათენებენ, თუმცა უშედეგოდ. არც დამსაქმებელი კომპანია ცდილობს მათთვის ხელფასის გადახდას და მათივე თქმით, არც საქართველოს საელჩო ეხმარება გაფიცულებს.
კომენტარები