• რეკლამა
  • კონტაქტი
04:43, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება

ალია ავტორი - ალია
17:31 11-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
790

bm-ge-ის ცნობით, 2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ.

პოლონეთში ე.წ. “განცხადების საფუძველზე დასაქმების” (oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) მექანიზმი უქმდება.

პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გამოსცა ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელთა დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს შეეხება.

ახალი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.

1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

  • სომხეთის რესპუბლიკა
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • მოლდოვას რესპუბლიკა
  • უკრაინა

საქართველოს მოქალაქეები ამოღებულ იქნენ ამ სიიდან.

ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:

  • გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
  • მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.

2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი წლის განმავლობაში მუშაობას სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწეოდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა.

პოლონეთში ქართველების დასაქმების გამარტივებული პროცედურა 2015 წელს დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ სამუშაოდ პოლონეთში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს სტანდარტული ვიზის პროცედურას გაივლიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved