• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონეთის საელჩო საქართველოში შემოსვლის მსურველი EU-ის მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:57 05-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,915

საქართველოში პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა სურთ.

მთავრობის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, საელჩო აღნიშნულ ადამიანებს მოუწოდებს მგზავრობამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ინდივიდუალური ფაქტები, რომელიც გაზრდის საქართველოში არ შემოშვების რისკს.

საელჩოს განცხადებით ეს რისკები შეიძლება მოიცავდეს, აქციებში მონაწილეობას, ან აქტივობას სოციალურ ქსელებში.

პოლონეთის საელჩო EU-მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ აქციებში მონაწილეობისთვის მათ შესაძლოა ჯარიმებიც დაეწესთ.

“საქართველოში უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ქვეყანაში გამგზავრებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის შემოსვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ მედიაში გარკვეულ აქტივობებს. შეგახსენებთ, რომ უცხოელის შეშვებისას საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს რისკ-ფაქტორები და შესვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ასევე გავრცელდეს საქართველოს მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო ჩართულობის გამო, უცხოელებს შეიძლება დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, რომელთა გადახდაც საქართველოში ხელახლა შესვლისთვის შესაძლოა დაუყოვნებლივ იყოს საჭირო”, – წერია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved