• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლონეთის ერთი ხმაც საკმარისია, რომ მილიმეტრით წინ ვერ წავიწიოთ ევროპისკენ” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
20:31 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,243

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან წერს:

“როგორც ჩანს, პოლონეთი თვალში ეპატარავება ხელისუფლებას და არა მხოლოდ.

40-მილიონიანი პოლონეთი ევროკავშირის გავლენიანი ქვეყნების ტოპ-ხუთეულშია. უკრაინის ომის კონტექსტში, შესაძლოა, მესამეც იყოს გერმანიისა და საფრანგეთის შემდგომ. ამას გარდა, ჩვენი მთავარი ყინულმჭრელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

ჰოდა, ამ ქვეყნის უკლებლივ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი რომ ჩამოდის ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთადერთი თხოვნით – სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი გადმოგვეცით სამკურნალოდო – ამაზე რომ უარს იღებენ, თან სრულიად დამამცირებელი ფორმით, ეს როგორაა? ხელისუფლება გასაგებია რასაც შვრება. აი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ევროპისთვის იბრძვის, მაგრამ ამას მიშათი დაკომპლექსებულობის გამო, მიღმა ატარებს, ეგ როგორაა? ან ის პოლიტიკოსები, “ევროპას შემოვივლით და დავარწმუნებთ, რომ ხალხი იმსახურებს და სტატუსი უნდა მოგვცეთო”, ვინც ამბობს, პოლონეთში რა სასაუბროთი ჩადიხართ? მომაკვდავი სააკაშვილით შეგვიშვით ევროკავშირში, ხალხი ამას იმსახურებსო, ამას ეუბნებით? თუ მამუკა მდინარაძესავით “სააკაშვილის კუჭზე არ გადის ევროპაო”, ეტყვით?

არ დაგავიწყდეთ, რომ პოლონეთის ერთი ხმაც საკმარისია, რომ მილიმეტრით წინ ვერ წავიწიოთ ევროპისკენ. და თუ უარს გვეტყვის პოლონეთი, ამის მორალური უფლებაც ექნება ჩვენი ქვეყნისგან ამდენი დამცირების ფონზე. მთლად მარტო დღევანდელია საკმარისი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიფინგზე სინქრონული თარგმანი არ მისცეს. ცხადია, სრულიად შეგნებულად.

არ დაგვავიწყდეს, რომ მთხოვნელები ჩვენ ვართ და თან არარეალისტურ რამეს ვითხოვთ – მთავრობა რუსული გვყავს, მაგრამ სტატუსი მაინც მოგვეცითო.

ჰოდა, როცა მთხოვნელი ხარ, საპასუხო თხოვნებს (თან სამართლიანს და ჰუმანიტარული შინაარსის) გაგებით უნდა შეხვდე. თუ არა და, მეორე მხარეს შენი გაგება ნამდვილად არ მოეთხოვება.

ჰოდა, ვისაც გინდათ სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური კრიტერიუმებით არ ვიმსახურებთ, აბსტრაქტული კატეგორიებით ჟონგლიორობას შეეშვით და პირდაპირ საქმეზე გადადით: დაეხმარეთ ქვეყანას პოლონეთის 1 ხმის მიღებაში კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას – მოითხოვეთ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი!”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved