• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელმა სახეში დაარტყა” – რა კადრებს მალავდა “იმედი”, რომლის ვიდეოდან მოჭრილი 8 წამიანი –კადრებითაც ანატოლი გიგაურს უშვებენ ციხეში

ალია ავტორი - ალია
15:05 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 28 ივლისს გამოცხადდება – სინდისის პატიმრის დღევანდელ პროცესზე კი დაკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ. აღმოჩნდა, რომ “იმედს” ჰქონდა კადრები, როგორ დაარტყა სახეში ხელი პოლიციელმა აქციის მონაწილეს და შემდგომ კი, აქციის მონაწილე თავის დაცვას ცდილობს, ამ მიზნით კი ხელს კრავს პოლიციელს, იმედმა კი პოლიციელის თავდასხმა მოქალაქეზე არ გამოაქვეყნა და მეტიც, დაკავებული პირის ადვოკატს უარი უთხრა კადრების მიწოდებაზე.

როგორც ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, ანატოლი გიგაური ჯერ დააკავეს და შემდეგ დაიწყეს მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება. მან ასევე ისაუბრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ დაკავების დროს, ასევე პოლიციის სამმართველოში ანატოლი გიგაურის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

ცუცქირიძის განმარტებით, გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა

“მან მითხრა სიტყვები, რომელიც არ დამავიწყდება – “მე ვარ ხევსური კაცი, მე არ შემიძლია ტყუილი და ტყუილს ვერ ვიტყვი.”- მე მას ვენდე და დავრწმუნდი, რომ ის ამბობდა სიმართლეს. ჩვენ გავრისკეთ და ვთქვით ის, რისი მტკიცებულებაც არ იყო… ჩვენ წავედით რისკზე…ქალბატონი თამარი [პროკურორი] ამბობდა, რომ გიგაური იტყუებოდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო… ამით მინდა იმის თქმა, რომ არცერთ მომენტში ჩვენ შეცდომაში არ შეგვიყვანია სასამართლო, როდესაც ვამბობდით, რომ ანატოლ გიგაურს სახეში ხელი პოლიციელმა დაარტყა.

8-წამიანი კადრი, სადაც მხოლოდ გიგაურის მოქმედება ჩანს მოპოვებულია ტელეკომპანია “იმედიდან”… ჩვენთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ “იმედი” იყო ტელევიზია, რომელიც იღებდა პროცესს.. ჩვენ მივმართეთ ტელკომპანია “იმედს”, მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარდა იმ კადრებისა, რაც ჰქონდათ ფეისბუკზე დადებული სხვა კადრები არ არსებობდა… ჩიხში აღმოვჩნდით.. მოვუწოდეთ ბრალდებას თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია.. მე მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორს ამისთვის… ბრალდების მხარემ მიმართა “იმედს” და მოიპოვა ეს კადრები…

ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ რატომღაც პროკურორმა როცა მიმართა, მისცეს კადრები და გაგვიცვალეს ვიდეომტკიცებულებები… უკვე ნათელი იყო ჩვენთვის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ანატოლი გიგაურს სახეში ხვდება პატრულ-ინსპექტორის ხელი…ეს კადრი დაათვალიერა პოლიციელმა საქმის გამომძიებელმა თეოდორე გიორგაშვილმა, საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, ვიდეოკადრის, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს გიგაურს გაბუნია ხელს… დათვალიერების ოქმში ეს ფაქტი საერთოდ არ არის აღნიშნული… ან უყურადღებოდ ათვალიერებს ან მიზანმიმართულად არ ასახავს ფაქტს, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ გიგაურს ხელს ურტყამს დაზარალებულად ცნობილი პირი – გაბუნია. ეს ხაზს უსვამს გამოძიების არაობიექტურობას… გამოძიება ორიენტირებული უნდა იყოს გამამტყუნებელი მიზნით მტკიცებულებების მოპოვებაზე, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვებაზე… მინიმუმ ამ ერთი მაგალითით დასტურდება, რომ გამოძიება ყოველმხრივ არაა ჩატარებული”. – განაცხადა ადვოკატმა (რადიო თავისუფლება)

ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე პატრულ-ინსპექტორების ჩვენება ვიდეომტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.

ადვოკატმა დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის ვახტანგ გაბუნიას ჩვენებაც შეაფასა:

„ანუ ბრალდება სახის გარდა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმასაც გვედავება…მოვიდა ვახტანგ გაბუნია სასამართლოში და ამბობს, გიგაურმა ფეხი დამარტყა ფეხშიო.. ბრალის შესახებ დადგენილებაში პროკურორი ასახავს – სხეულის სხვადასხვა არეშიო. არ მომისმენია ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ გარდა სახისა და ფეხისა ანატოლი გიგაურმა დაზიანება მიაყენა, ხელი ფეხი დაარტყა ვახტანგ გაბუნიას… ბრალის შესახებ დადგენილება მინიმუმ არის ცრუ..”.

დღევანდელ სასართლო სხდომაზე დასკვითი სიტყვება წარმოთქვა ანატოლი გიგაურმაც

ანატოლი გიგაურმა სასამართლოს დარბაზში დამსწრეებს მოუწოდა „ყველამ შეხედოს კადრებს და იყვნენ მოწმეები მისი სიმართლის”. მისი სიტყვებით „კოდექსებით გაწრთვნილი არაა და გლეხურად ისაუბრებს”.

„აქციაზე ხალხის რაოდენობიდა გამომდინარე გვესაჭიროება ხმის გამაძლიერებელი, ვისაც ვუჭერ მხარს პარტიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მანქანა შემოეყვანათ, [სასტუმრო] “მარიოტთან” იყო პოლიციელების კორდონი. 30 საპატრულო მანქანა იდგა. გააჩერეს ჩვენი მანქანა. როცა გავიგეთ, რომ მანქანა გააჩერეს ამოვედი “მარიოტთან” და ჩემს გვერდზე იყო გიორგი ვაშაძე (ოპოზიციური “სტატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ) და ვაშაძეს ველაპარაკებოდი, რა გავაკეთოთ მეთქი.

ამ დროს რომ მივედი, – “ბიჭებო რატომ აჩერებთ, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-მეთქი”. ჩაცმულობითაც შესაბამისობაში ვიყავი.. სად მუშაობთ-მეთქი, ერთ-ერთს ვკითხე, გამოდგა დიღმის მასივის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციელი. მან მითხრა: “ხალხი მოიყვანეთ ბევრი და შეგიშვებთო”, ვუთხარი ვაშაძეს, რომელიც წავიდა ქვევით და მეც გავყევი.. ვაშაძემ გამოაცხადა “უსამართლოდ გვექცევიან და მოგვეშველეთო”… ადამიანები დაიძრენ “მარიოტისკენ”… როგორც კი მოვგროვდით ბევრი ხალხი, ეს მანქანა შემოუშვეს.. ერთი ჩადგა წინ, რომ ხალხი არ გადმოსულიყო.

ამ დროს პირველი ტყუილი პოლიციელებისგან ითქვა ის, რომ ხუთი წუთი გაგვაჩერეს. ნაკადს მოვყვებოდით, ჩემს გვერდით იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, სოფო და თიკა (“ნაცილონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სოფო ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა) . წინ მოდის გაბუნია მეორე მოსდევს, ამ ხალხს ყრიან აქეთ-იქით და მანქანის წინ დგებიან. ამაზე გამოვხატე პროტესტი – “რას აკეთებთ? ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული მანიფესტირების უფლება და ვინ გვიზღუდავს ამ უფლებას მეთქი? თბილისის პოლიცის რომელიღაცა განყოფილების რომელიღაცა პოლიციელი გვიზღუდავს”?

ეგენი აღარ არიან პოლიციელები, ეგენი არიან კანონდამრღვევები…

შემოდიან ესენი, მივდივარ მე და ვეუბნები პოლიციელს “გადაიწიეთ-მეთქი”, ამ დროს მხვდება სახეში მუშტი, მივდივარ, მე ვფიქრობდი, რომ ხელი მომეკიდა. ამისი იდენტიფიცირება მინდოდა… ის იგინება ძალიან უხეშად და უღირსად, მუნდირის მატარებელმა კაცმა ეგ როგორ უნდა იკადრო? მაყენებს შეურაცხყოფას და იგინება, ცდილობს დარტყმას, ამ დროს ჩემი მიზანი არის, მინდოდა დამერტყა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს არის პროვოკაცია და მოვიშორო… ვნახე ვიდეო, ქარელელმა ბიჭმა მაჩვენა შენი ვიდეო დაიდოო და ვნახე ეგ მომენტი ხელს ვკრავ, მე ვკრავ ხელს, რომ მოვიშორო, ვიცი, რომ ეს არის პროვოკაცია…ეს პოლიციელები, გარკვეული ჭორების დონეზე მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, მათი ხელმძღვანელი უშუალოდ მე რომ გეუბნებოდით, მათი მოქმედებების მიღმა 50 პოლიციელი იდგა და მაგ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა “იმედის” ტელევიზია…

თავიდანვე ჰქონდათ კამერები ჩართული, ერთი მანქანის მარცხენა და მეორე მარჯვენა მხრიდან, იმ ადგილისკენ მომართული, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ჩემს ხელს უმიზნებს კამერა, რომ დაფიქსიროს და აიღოს კადრი რისთვისაც იქაა.

რაც წამოცდა გაბუნიას, მანამ მანახა ვაშაძესთან ერთად, აქედან ვფიქრობ, რომ ის წინასწარ ჩემი სიძულვილით იყო გამსჭვალული. მას ჰქონდა მითითება, რომ მხარს ვუჭერდი “ნაციონალურ მოძრაობას” და გახვდი მისი ზიზღის ობიექტი. გამოვდივარ, რუსთაველს ვტოვებ, მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, რაც ხდება და “ვეფხი და მოყმესთან” სანამ მოვედი, ჩემი მეგობარი საუბრობს ტელეფონზე, ჩვენ ვიყავით მთელ სისტემაში აყვანილი … ამ დროს უკვე ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიწყებ მანქანიდან ყურებას.

ამის შემდეგ, ანატოლი გიგაურმა უშუალოდ დაკავების მომენტი აღწერა:

„ვხედავ, როგორ მოდის ხუთი პოლიციის მანქანა

წარბი გამიხეთქეს, დამაგდეს და ნეკნებში წიხლებს მირტყამდნენ. რუსებმა ვერ მომკლეს და თქვენ მაინც მომკალით,- ვუთხარი”.

გიგაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ წაიყვანეს სამმართველოში და მერვე სართულზე აიყვანეს.

„ცირკობდნენ, ამ ვითარებას რომ შევხედე ვთქვი, “დუმილის უფლებას ვიყენებ მეთქი”, – “გაბუნიამ რომ მუშტები მირტყა თავში, სამედიცინო ფოტო შეგიძლიათ ნახოთ, რომ მე ჰემატომები მაქვს თავზე… ის მართალია, რომ ამბობს არ ჰქონდაო – მერე გამიჩნდა.. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ისეთ ბინძურ სიტყვებს მეუბნებოდა როგორაა საერთოდ პოლიციელი. მე იქაც შევუბრუნე ამას ხელი, რომ დამიწყო თავში რტყმა, ეს ხელბორკილებიანი ხელი შევუბრუნე.

„შენი იდეინი დედაო“ და დამარტყეს. მოძალადე და კრიმინალები არიან, რა მუნდირის პატივისცემა.

ღამეებს ვათენებდი, ვვარჯიშობდი ვშრომობდი ვიბრძოდი იმისთვის, რომ დავმდგარყავი კვარცხლბეკზე და ამეწია საქართველოს დროშა და მომესმინა საქართველოს ჰიმნი… შემდეგ გავხდი პედაგოგი სპორტის და ვასწავლიდი 100 ბავშვს. ისე აღვზარდე ისინი არავის უყაჩაღია და მოუპარია… გარკვეული უსამართლობის გამო დავტოვე პედაგოგიური სამსახური და შევედი შეიარაღებულ ძალებში. ჩემი მაღალი პასუხისგებლობით მივაღწიე იმდენს, ყველაზე ურთულეს თუ რამე არსებობს ამიერკავკასიაში, გავიარე ყველაზე დიდი შერჩევა და გავხდი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების წევრი. ღირსება ერთგულება თავდადება ეს არის ჩემი მიზანი, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ღირსებით, ერთგულებით, თავდადებით..

ტყვიაზე წასვლაც კი, მარტო ტყვიაზე წასვლა კი არა, 300 ვითომ თანამებრძოლი დამიპირისპირდა კიდევაც, რომ 2008-ში იარაღი დამეგდო..

მე ვარ ციხეში უსამართლოდ, იცით როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა: “სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო”…

პროკურორი არის წვეთი ვედროში მე ვარ ნიავი, რომელიც ამ წვეთს ამოაშრობს”.

მე თუ ასე მექცევიან, თქვენ წარმოგიდგენიათ გლეხი, რომელმაც ყველის ამოყვანა იცის საუკეთესოდ და პროდუქტის წარმოება იცის საუკეთესოდ, მათ რას უზამენ? მე მინდა, რომ ყველა ღირსეულად ცხოვრობდეს.

ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია არგუმენტირებულად გითხრათ, რატომ უნდა დავაბრუნოთ უმაღლესი სასამართლო იერარქია ქარელში. ასე რომ, თუ ვინმე არის პასუხისმგებლიანი ადამიანი, ეს ვარ მე. და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ჩემზე მეტი პასუხისმგებლიანია, მოჰყვეს ვინ იყო. ვიბრძდი ამ ქვეყნის დასაცავად, არ დამიზოგია თავი, ვიბრძოდი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში, საქართველოს დროშა არ დამიშვია და იქ ვაფრიალებდი მუდმივად. დედაქალაქ ქაბულში, სადაც ნატოს ხუთვარსვლავებიან გენერლებს მიყავდათ ოპერაციები, იმ ოთახსაც ვიცავდით ჩვენ”, – თქვა ანატოლი გაგაურმა. (რადიო თავისუფლება) 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved