• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციელის კომენტარი – რატომ დააკავეს ვანო გომურაშვილი, რომელიც დღეს 2 000 ლარით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
17:58 11-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,232

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო გომურაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა – სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ, რომელსაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაკითხეს.

გომელაურის უწყების წარმომადგენლები მოსამართლოში ამტკიცებდნენ, რომ ვანო გომურაშვილი არათუ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილა, არამედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მიუხედავად პოლიციელების ჩვენებისა, არცერთ მათგანს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლო სხდომიდან გამოსულმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა “პირველებთან” თქვა, რომ ვანო გომურაშვილი დაკავების “ღირსი იყო”.

ღირსი იყო. უზრდელია. პოლიციელს როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, აკავებენ”, – ამბობს პოლიციელი.

რაც შეეხება თავად სამოქალაქო აქტივისტს, ვანო გომურაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი 2 000 ლარით დაჯარიმება მოულოდნელი არ ყოფილა. მეტიც, სამოქალაქო აქტივისტი ფაქტს დაშინების მცდელობად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებით მმართველ პარტიას განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.

2 000 ლარით დამაჯარიმეს. მოსალოდნელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. “ქართული ოცნება” განაგრძობს სამოქალაქო აქტივისტებზე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლას, მაგრამ მათი მთავარი მოტივი რაც არის, რომ ჩვენ დაგვაშინონ, ეს მათ არ გამოუვათ. მსგავსი ტიპის სასჯელი არავის არ გვაშინებს”, – ამბობს ვანო გომურაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved