• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელებს უყვიროდნენ, ნუ კლავთო… ამოიღო იარაღი და ხალხს უთხრა, არ გაინძრეთო…” – გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა

ალია ავტორი - ალია
17:36 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ხონში ახალგაზრდა კაცის ცემაში პოლიციას ადანაშაულებენ. შსს-ში კი აცხადებენ, რომ კაცი ნასვამი იყო და პოლიციელს თავს დაესხა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე დაიწყო.

პოლიციას დაკავებული თორნიკე კაკაურიძის ახლობლები ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 21 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს ჯერ შენიშვნა მისცეს, შემდეგ კი სცემეს. მათივე თქმით, კაკაურიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს.

“ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პოლიციამ კომენდატიის დროს გააჩერა და ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე დაემორჩილა ჩემი მეგობარი. თუმცა, პოლიცია მისვლისთანავე გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. გვაქვს ასევე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ორივე პოლიციელი ნასვამი იყო”, — ამბობს თორნიკე კაკაურიძის მეგობარი.

მისი დეიდა კი თვითმხილველებზე დაყრდნობით შემთხვევის დეტალებს ყვება. მისი თქმით, პოლიციელი იარაღით იმ მოქალაქეებს დაემუქრა, რომლებიც კაკაურიძეს გამოესარჩლენ.

“საავადმყოფოში ვიყავი და ვნახე, რომ ფეხი აქვს მოტეხილი, ცხვირი აქვს დაჟეჟილი, თავი სტკიოდა ძალიან. მითხრეს, გადავუღეთო და არა მგონია, თავზე არაფერი არ სჭირდეს, შერყევის გარდა. ვიყავი იმ ადგილზე, იქ მთელი ქუჩა შეიკრიბა, როდესაც ასეთი ამბავი ატყდა და ვინც იქ იყო, მითხრეს, ვუყვიროდით, ნუ კლავთო. ის, ვინც ამბობს, რომ თორნიკე ხელით შემეხოო, ის თორნიკესთან ახლოს საერთოდ არ მისულა. მისთვის არც თორნიკეს დაურტყამს და არც მას თორნიკესთვის. რომ დაინახა, ხალხი შეიკრიბა და უყვიროდნენ, ნუ კლავთო, ამოიღო იარაღი და ხალხი დააყენა კუთხეში, არ გაინძრეთო”, — ამბობს თორნიკე კაკაურიძის მამიდა.

შსს-ს მტკიცებით, 27 წლის კაცი ნასვამი იყო, რომელიც 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ შეაჩერა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს.

“დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში”, — ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორ მოხდა, რომ ერთმა ნასვამმა პირმა ასეთი ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, რომ ამდენი დაზიანება მიიღო დაკავებისას, ამას შსს არ აკონკრეტებს.

წყარო – ონ.ჯი

თეგები: ვახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved