პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
ძალადობრივმა ჯგუფებმა პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი კვლავ გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან.
რადიკალური ჯგუფები პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს ხსნიან და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით წიწაკის სპრეის ასხამენ.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა.
პარლამენტთან აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები