სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
პოლიციელებმა მინდა მომისმინონ, ვიცი რომ ბევრი დეტალურად კითხულობთ ჩემს პოსტებს. ის, რასაც თქვენ აკეთებთ არის უნამუსობა. ასეთი რამ არ უკადრია პოლიციას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ტროტუარზე რომ არ აჩერებთ დემონსტრანტებს და დაიშალეთო ამბობთ, როგორ მიწა არ გისკდებათ?! თქვენი სახეები, სახელები, წარმოშობა, თანამდებობა და ყველაფერი ვიცით. აღარ ხართ უცნობი რიგითი პოლიციელები ჩვენთვის, 1 წელზე მეტი გავიდა, ყოველდღიურად გიყურებთ.
ისინი ათას აბსურდს დაგავალებენ ოფისებიდან და ამის აღსრულება თქვენ გიწევთ ველზე, თქვენ გაქვთ ხალხთან შეხება. საღამოს როცა ამ უნამუსობას გაკეთებინებენ, ისინი სახლში თბილად ტელევიზორთან სეირს უყურებენ პოპკორნით, ან საერთოდ ჰკიდიათ და ტაბიძეზე იმ რაღაც ბარში ნარკოტიკს იყნოსავენ. ამ დროს კი თქვენ, ამხელა კაცები, ჩამომდგარხართ და მშვიდობიან დემონსტრანტებს ტროტუარიდან წასვლისკენ მოუწოდებთ. ამაზე საშინელება რა შეიძლება დაგემართოთ, მე არ ვიცი. ტეხავს კი, ძალიან ტეხავს, აი დგებუაძეობა რომ ტეხავს და ყველა იცინით, ეგრე ტეხავს ეგეც. არაკაცობაა რასაც აკეთებთ.
ხოდა როცა ველზე თქვენ ხართ და რაღაც არ მოგწონთ, ხმა ამოიღეთ, პროტესტი გამოხატეთ, ერთიანად და ხმამაღლა, დღეს თქვენზე დგას რეჟიმი, უდიდესი ძალაუფლება გაქვთ რეალურად. თქვენთან რყევები იქნება და უკან დაიხევენ. თქვენ არ უნდა დაემონოთ მათ, როცა მხოლოდ თქვენ უზრუნველყობთ მათ არსებობას ხელისუფლებაში. თქვით, “არ მომწონს”, “არ ვიზამ” და უბრალოდ არ გააკეათოთ. პოლიცია ბრძანებების უთქმელად შესრულებაზე დგასო, ეგ შეცვალეთ, ის რაც არაკონსტიტუციურად მიგაჩნიათ, თქვით რომ არ იზამთ. პირადი რისკია მაღალი, ამ ქვეყანაში ცხოვრება ხომ გინდათ, რაში გადგებათ ამხელა ზიზღი, რომელსაც უსამართლობის ბრაზი იწვევს?! ხომ ნახეთ მელიქიშვილზე რეალურად ვინ გვძულს და გვეზიზღება?! რატომ უცვლით მათ ადგილებს, რატომ ენაცვლებით, რატომ უკეთებთ ამას საკუთარ ოჯახებს?! არ იქცეთ იმ რეჟიმის მსახურებად, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს და მის მიერ ხელისუფლების უზურპაციას მხოლოდ თქვენ უზრუნველყობთ. მუსიკას თქვენ უკვეთავთ.














კომენტარები