• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციელები, რომლებმაც, ელენე ხოშტარიაზე იძალადეს – NGO-ები

ალია ავტორი - ალია
13:46 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

იდენტიფიცირებულია იმ  სამართალდამცველების ვინაობა, რომლებიც, ელენე ხოშტარიას თქმით, პოლიციის განყოფილებში და იზოლატორებში მონაწილეობდნენ მის მიმართ ჩადენილ ძალადობაში.

მესამე სექტპრმა მათი ფოტოები საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა:

  • ნინო ჩხარტიშვილი,
  • სალომე ლაშხია,
  • დავით ბოლოთაშვილი

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რომელიც 28 მარტს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, დაკავების იზოლატორიდან განცხადება გაავრცელა, რომ დაკავების დროს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარა.  

მისი განცხადებით, პოლიციელმა ქალებმა ხელები ზურგს უკან ბორკილებით შეუკრეს, შემდეგ კი რამდენიმე პოლიციელმა ძალის გამოყენებით სრულიად გააშიშვლა, რაც მისი თქმით იყო უკიდურესად ღირსების შემლახავი და დამამცირებელი.

ელენე ხოშტარიას 1 აპრილის განცხადებით, სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების – “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” ჟურნალისტები მისგან დაჟინებით მოითხოვდნენ პასუხის გაცემას კითხვაზე, თანახმა იყო თუ არა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის კადრების გამოქვეყნებაზე, რაც წარმოადგენს მსხვერპლი ქალის მიმართ განგრძობითი ფსიქოლოგიური ძალადობის და მეორადად ტრამვირების მცდელობას.

მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა წარმოადგენს მსხვერპლი ქალის დაშინებას, რომ მისი ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები შესაძლებელია საჯაროდ მისი ნების საწინააღმეგოდ, პროპაგანდისტული მიზნებით  გამოქვეყნდეს, რაც არაერთგზის მომხდარა”- აღნიშნეს საგანგებო განცხადებისას NGO-ების წარმომადგებლებმა. 

მათივე შეფასებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესით, პირის პირადი შემოწმების დროს  სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია.

უფლებადამცველების შეფასებით, შემოწმების დროს დასაშვებია მხოლოდ სხეულის ცალკეული ნაწილების დათვალიერება ან გაშიშვლება. აღნიშნული პროცესი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ტიხრის/ფარდის მიღმა და არ შეიძლება მოექცეს ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეალში.

დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით, როგორიცაა გაეროს, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის – CPT-ს სტანდარტები, დაკავებულების, განსაკუთრებით ქალების  შემოწმების მიზნით სრული გაშიშვლება დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს. იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს დაკავებულთა მიმართ რუტინულად, მხოლოდ განსაკუთრებულ, სამართლებრივად და ფაქტორბივად დასაბუთებულ შემთხვევაში შეიძლება დაკავებულს მოსთხოვონ სხეულის ნაწილების გაშიშვლება, რა დროსაც დაცული უნდა იყოს  დაკავებულის ღირსება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ სხეულის სრული გაშიშვლების და ბუქნების კეთების იძულების პრაქტიკაზე რამდენიმე ქალმა ასევე საჯაროდ ისაუბრა (კრისტინე ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი, ნუცა მახარაძე). მათი თქმით, ეს პროცესი იყო უკიდურესად დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და დამაშინებელი.

შეგახსენებთ, რომ დაკავების შემდგომ (როგორც აქციაზე, ასევე, ტრანსპორტირების და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს) პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარაზე, სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ნოემბერ-დეკემბერში პრო-ევროპული  საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა არაერთმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა. აღნიშული ფაქტების გამო პასუხისგებაში  არც ერთი პოლიციელი მიცემულა. 

როგორც იკვეთება, აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ ადგილი აქვს უკანონო პრაქტიკას –  სრული გაშიშლების, ასევე, ბუქნების კეთების იძლებას, რაც ეწინაარმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. მსხვერპლი ქალების მონაყოლი, პრაქტიკის გავრცელების მასშტაბი და ინტენსივობა მიუთითებს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა ქალების წინააღმდეგ გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური რეპრესიის, დევნის, დაშინების და დათრგუნვის იარაღი.

აქვე განვმარტავთ, რომ მსგავს პრაქტიკაზე საუბრობენ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანილი მამაკაცი დაკავებულებიც. თუმცა, ქალთა მიმართ მსგავსი პრაქტიკა გაცილებით მატრამვირებელი და ღირსების შემლახველია. აღსანიშნავია, რომ სხეულის სრული გაშიშვლებით შემოწმების პრაქტიკის არსებობას ხელისუფლება ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებების მიუხედავად, წლების განმავლობაში უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ სრული გაშიშვლება ნებაყოფლობითი იყო და შემოწმების დროს გამოიყენებოდა ალტერნატიული საშუალებები”- აღნიშნავენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved