• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციას უბრალოდ ხელიდან დაუსხლტა… პოლიციას არ ეწინააღმდეგებოდა” – პოლიციას თუ იმიტომ არ ემორჩილები, რომ ვინმე გინდა სცემო – ეს დაუმორჩილებლობა არაა! – გამოძიების უცნაური ვერსია

ალია ავტორი - ალია
21:19 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
546

ვეტერანი სპორტსმენის ლუკა კურტანიძის საქმის პროკურორმა დავით კირჩხელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მართალია ლუკა კურტანიძე პოლიციას, რომელიც მის შეკავებას ცდილობდა, ხელიდან დაუსხლტა, თუმცა, თურმე, ეს არ არის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, რადგან, მართალია, პოლიციას არ დაემორჩილა, მაგრამ, თურმე, “უშუალოდ პოლიციის მისამართით არ იყო ეს ქმედება”. გამოძიება ამბობს, რომ “უბრალოდ”, აი, “უბრალოდ”, დაზარალებულისკენ მიიწევდა საცემრად და ამ დროს უსხლტებოდა პოლიციას ხელიდან. სხვა რაა პოლიციის დაუმორჩილებლობა, მაშ? ან, სხვა რა არის პოლიციელზე თავდასხმა, როცა ცდილობს გაგაჩეროს და უსხლტები რომ ისევ თავს დაესხა ადამიანს? ლუკა კურტანიძის მოქნეული ხელით არც ერთ პოლიციელს არაფერი დაუწითლდა? და მხოლოდ მზია ამაღლობელის სილა აწითლებს პოლიციელთა ლოყებს? ან როგორ დაუსხლტა პოლიციას ხელიდან? აკავებდნენ პოლიციელები და არ დაემორჩილა და გაწია ისინი, ხომ? ხელი არ მოხვედრიათო და მხარი გამოიყენა და ისე გაწია? ფეხით? აბა, აწია და გადასვა პოლიციელი ნაზად? რას ნიშნავს, პოლიციას დაემორჩილა და მაინც გაიქცა ვინმეს საცემრად, პოლიციამ სთხოვა სცემე ქალიო და დაემორჩილა? – ამ კითხვებზე გამოძიებას პასუხი, ცხარია, არ გაუცია.

პროკურორის ერთობ უცნაურ განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს:

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენ მივუთითეთ შუამდგომლობაში, რომ არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პოლიციელებს კურტანიძის ხელი არ ხვდებათ. ფაქტობრივად ბრალდებულის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა არ განხორციელებულა. უბრალოდ, როცა ის მიიწევდა დაზარალებულისკენ, ხდებოდა პოლიციელის მიერ ამის აღკვეთა. როგორც მოწმეები განმარტავენ, პოლიციას დაუსხლტა ხელიდან. უშუალოდ პოლიციის მისამართით არ იყო მიმართული ეს [ქმედება]. ჩატარდა გამოძიება, გამოკითხული იქნა როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე სხვა მოწმეებიც. ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო არა პოლიციელების წინააღმდეგ, არამედ დაზარალებულის მიმართ“

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved