• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ რამაზ გერლიანის კიდევ ერთ წერილს მიაკვლია

ალია ავტორი - ალია
10:16 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

სამართალდამცველებმა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, რამაზ გერლიანის მობილურ ტელეფონს მის ოფისში მიაკვლიეს. მობილურ ტელეფონთან ერთად მის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩენილია მორიგი წერილი.

მობილურ ტელეფონს მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რომლითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია.

ოფისში აღმოჩენილ წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, წერს რომ უყვარს ისინი, ხოლო ღმერთს პატიებას თხოვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი წერილი, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. რამაზ გერლიანის კიდევ ერთი წერილი გუშინ სამართალდამცველებმა მის მანქანაში იპოვეს.

ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში 3 დღის წინ გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. 

რამაზ გერლიანმა გუშინწინ, 18 დეკემბერს, დილით “ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.

„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს… დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – წერდა რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ გუშინ, 19 დეკემბერს იპოვეს. რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში 18 დეკემბერს შეიტანეს. როგორც გერლიანის ძმა აღნიშნა, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა და მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. 

„როგორც კი ეს პოსტი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, – აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

პოლიციელის მხრიდან გერლიანის კერძო საკუთრებაში შეჭრისა და მისი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს გაუჩინარებული ეკონომისტის დაც. მისივე ინორმაციით, ძმის მანქანაში აღმოჩენილია წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მის მანქანაში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. წერილში გერლიანი სამართალდამცველების მხრიდან ყურადღების გამოჩენას და რეაგირებას ითხოვს.

“მე ვიცი, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ძმას და ჩემი ძმის კერძო საკუთრებაში გადააჭარბა უფლებამოსილებას.

რა განცდასაც ჩემი ძმის მანქანაში დატოვებული წერილი ტოვებს, ეს არის, რომ მან უსუსურად იგრძნო თავი, რადგან სასამართლოს მიმართა და არავინ ყურადღება არ მიაქცია. საბუთების უკან არის მიწერილი, რომ იქნება ახლა მაინც მომაქციოთ ყურადღება, რომ ჩემი მანქანა გასინჯოთ, მანდ მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული, ამას ითხოვდა წინათაც, აქვს განცხადებები გაკეთებული. გვეუბნებოდა, გვაფრთხილებდა, რომ ოჯახის ყველა წევრზე მიდის მოსმენები,” – აცხადებს რამაზ გერლიანის და ლანა გერლიანი.

ოჯახის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის თქმით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. ადვოკატი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ბოლო პერიოდში გარკვეული კონფლიქტის არსებობასაც ადასტურებს:

“დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. იკითხებიან როგორც მისი დედმამიშვილები, ასევე ყოფილი მეუღლე. ისინი ადასტურებენ, რომ გერლიანის გუშინდელ პოსტს წინ უძღოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტი და უსიამოვნება. პოლიციელთან დაკავშირებით ვესაუბრე ხელმძღვანელ პირს და მოხდება მისი გამოკითხვა” – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

გუშინ, 19 დეკემბერს გამოკითხვაზე იმყოფებოდა გერლიანის ყოფილი მეუღლე. ადვოკატი და ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიციელმა გერლიანის კერძო საკუთრებაში, სწორედ მეუღლის დახმარებით შეაღწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved