სამოქალაქო აქტივისტის, დათუნა დანელიას ცნობით, პარტია “დროას” ოფისიდან გასვლის შემდეგ მათი მანქანა ორმა პოლიციელმა გააჩერა, ერთ-ერთმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, გოგა მემანიშვილს დაურეკა და აცნობა, რომ გიგა ლემონჯავა და აქტივისტები გააჩერეს.
აგვეკიდა 2 პოლიციელი და რომელმაც გაგვაჩერა გოგა მემანიშვილს დაურეკა და დიახ, ბატონო გოგა გავაჩერეთო.
ვინც არის განწყობილი პრო-ევროპულად ყველას აჩერებენ და ამათ ჰგონიათ, რომ შეშინდებიან.
კალაძეს ხომ რაღაც “ფეტიში” აქვს ნაძვის ხის ანთებასთან იმიტომ, რომ წინა წელს მან ვერ აანთო ნაძვის ხე და უბრალოდ ბავშვებისთვის არის ეს ნაძვის ხე და უნდა იყოს ბავშვებისთვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ იქ ზონდერები და ტიტუშკები, უნივერსიტეტიდან გამოყვანილი ახალგაზრდები, “ქოც სექტორი”, რომლის გამოც დააკავეს ნენე გაბლაია,” – თქვა დათუნა დანელიამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია “დროას” ოფისთან მობილიზებულია სუს-ის მანქანები, დააკავეს ოფისიდან გასული აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე.














კომენტარები