• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ 15 წლის ბიჭს, რომელიც გასულ წელს დაჭრეს, საჩუქრად საპატრულო პოლიციის ფორმა გადასცა

ალია ავტორი - ალია
15:01 02-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
576

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში დაჭრეს, სახლში მოინახულა და სპეციალურად მისთვის მომზადებული საჩუქარი გადასცა. 

„შემთხვევა გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა. არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანამდე 2 მოქალაქეს ეკამათებოდა, გიორგის მეგობარს და მის მამას დაუწყო ჩხუბი. მოზარდი მეგობრის და მისი მამის საშველად შემობრუნდა, რა დროსაც უცნობმა იგი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, გიორგის დამრიგებლის, ლია ტუშურის „ფეისბუკ“-პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ბიჭი პოლიციელობაზე და პოლიციელის ნამდვილ ფორმაზე ოცნებობდა. გიორგიმ ოპერაციის წინ წერილი დაწერა, რომელიც დედას გადასცა: „აბა, რა, მე ხომ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნო… შსს“.

„საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, გიორგის საგანგებოდ მისთვის შეკერილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.

ვაჟა სირაძემ მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც წაიყვანა, სადაც მომავალი პოლიციელების მომზადება ხდება. მათ აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა, რომელმაც გიორგის სასწავლებლის სპეციფიკა გააცნო, აკადემიის შენობა, სასროლეთი და „შუთჰაუსი“ დაათვალიერებინა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved