• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიცია უარს ამბობს ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე, რადგან მოძალადე კოვიდიანის კონტაქტია…” – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
17:15 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“წელიწადნახევარია პანდემია მძვინვარებს და ამჯერად ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კოვიდი სჭირს და რას შვება შსს? – არაფერს. ქალს აქვს სიგარეტით მიყენებული დამწვრობა, არის ნაცემი და არ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რადგან კოვიდიანია. მოძალადე საშინლად ემუქრება და პოლიცია უარს ამბობს მისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე, რადგან მოძალადე კოვიდიანი მსხვერპლის კონტაქტია და პოლიცია არ გაეკარება თურმე არც მსხვერპლს და არც მოძალადეს კოვიდის გამო. ამ დრომდე ვერ ვიგებთ აპირებს თუ არა პოლიცია შემაკავებელი ორდერის ამოწერას. მოძალადეს აქვს სახლის გასაღები და ქალს ეშინია ღამე არ შეუვარდეს და შსს რას აკეთებს? – არაფერს. მთელი საღამოა ამ ქეისის მოგვარებას ვცდილობთ უშედეგოდ.

გამაგებინეთ, ეხლა გაიგეთ, რომ პანდემიაა და მოძალადესაც და მსხვერპლსაც შეიძლება სჭირდეს კოვიდი? ამ ქალს რომ ამ ღამით რამე დამართოს არაერთგზის ნასამართლევმა მოძალადემ, პასუხისმგებელი ვინ იქნება? ექსპერტიზაზე არგადაყვანის შედეგად დაკარგულ მტკიცებულებებზე პასუხსიმგებელი ვინ იქნება სასამართლოში? საერთოდ რა ხდება, ასეთი მოუმზადებელი რატომაა ქვეყანა პანდემიისთვის? კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ელემენტარული ზომების მიღება შეძლოთ? მე რატომ უნდა მიწევდეს საჯარო განგაშის ატეხვა და რატომ ვერ უნდა აგვარებდეს ადვოკატი ან თუნდაც თავად მსხვერპლი ამ პრობლემას?”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved