• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიცია მოვიდა და თბილისში წამომიყვანა” – რატომ არ დაიწყო პოლიციამ დანარჩენების ძებნა?

ალია ავტორი - ალია
20:42 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, აცხადებს, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბში გარდაცვლილი არ მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ის „ინტერპრესნიუსს“ და “პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

„ავტოსტოპით წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და 15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ და რანაირად აზრზე არ ვარ, ვინები ჩხუბობდნენ. გიორგი არ მონაწილეობდა, გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო, ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა.

ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა და გავაჩერეთ ტაქსი და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტა ის ორი მაინც წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტო სტოპზე დავდექით და მოვიდნენ ეს ორი ტიპი ვისთანაც ჩვენ არა, მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ..

ყველა როგორ იტყუება?

მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში არ ვიყავით.

ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს არ ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ ზოგადად მაგრამ მაშინ ზოგადად დროის გასაყვანად.. ღობეზე გადავხტი და იყო მიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი დავრეკე პოლიციაში.

პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით მეთქი, ხიდზე და სადააო. კაროჩე, როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ და მაგ დროს, როცა ჯერ ერთხელ დავრეკე 112-ში, მერე გადმომირეკეს, მერე ვუთხარი კიდე იგივე და მოკლედ, ანუ, ვერ გაიგეს ვერაფერი და ჩამოვდიოდი მაგ დროს, ანუ მანქანა წავიდა მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო, ჩავდიოდი რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა, მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, კაროჩე ესენი ცემეს, სხვა მანქანა იყო სავარაუდოდ, არ ვიცი და ეს მანქანა წავიდა, 2 ან 3 წუთში მოვიდა ეს მეორე მანქანა და ესენი ცემეს და რომ დავინახე, მანქანა მოვიდა, ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე, იქაც გადასახტომი არ იყო, მეორე სართულზე ვიყავი, ბალახები კი არა, ქვები იყო და მერე ვაფშე რომ აღარაფერი ხდებოდა და არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა, პირველი საათი და რაღაც წუთები იყო, ჩავედი, გადავედი პარალელურ მხარეს, ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და მერე ავედი ტყეში და იქაც დავურეკე რომ აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ მეთქი, იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და ეს იყო საპატრულო პოლიცია და მეთქი, ვსო, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ და წამიყვანეს თბილისში“

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ მათ შვილის მეგობრებმა დაურეკეს.

შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ როცა პოლიციაში მივიდნენ, არ უთქვამთ, თუ გამოძახება არსებობდა, ან ძებნა იყო დაწყებული.

ძებნა არც იყო დაწყებული, რადგან მათ ერთადერთი მოწმე წამოიყვანეს თბილისში და მორჩნენ.

წესით პოლიციას უნდა გამოეკითხა სახელი და გვარი ახლაგაზრდების, რომლებიც დიდი ალბათობით, ფოტოგრაფს არ ეცოდინებოდა, ამიტომ, უნდა მისულიყვნენ იუბილართან და იქედან წამოეღოთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ყველა ოჯახს დაკავშირებოდნენ….

მით უფრო, რომ ერთადერთი მოწმე, იმასაც ვერ ყვება, სად წავიდნენ დანარჩენი ახალგაზრდები, სანამ ის შენობაში იყო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved