• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიცია აგრძელებს ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმისა და დევნის პრაქტიკას – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
18:39 02-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და განცხადებას ავრცელებს. ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე:

დღეს 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა, რასაც ყველა დაემორჩილა. ამის შემდეგ ძალოვნებმა დაიწყეს  დემონსტრანტებისთვის  ხელი კვრა და შექმნეს ჭყლეტა. შსს-მ აქციის 2  მონაწილე დააკავა მათგან ერთი-ერთის დაკავების ვიდეომასალა საჯაროდ გავრცელდა.

საპროტესტო აქციაზე პოლიცია NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს დაესხა თავს. მოვალეობის შესრულების დროს მას თავში ძლიერად ჩაარტყეს და ძირს დააგდეს, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. პოლიციამ აგრეთვე  იძალადა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორზე, ნათია ლევერაშვილსა და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე.საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ სამართალდამცავებს ძალადობის დროს უკეთიათ შავი ნიღბები, თუმცა მათ სახე სრულად დაფარული არ აქვთ, რაც მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას ტოვებს.

მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობას ერთეული შემთხვევების სახე არ აქვს და განსაკუთრებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის ფარგლებში, დამკვიდრებული პრაქტიკის ფორმა მიიღო. ჟურნალისტების სისტემური დევნისა და ძალადობის პროცესში, არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ კერძო ძალადობრივი დაჯგუფებებიც მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის ფაქტების სიმრავლე, მასშტაბი, ხასიათი და დამნაშავეების სისტემური დაუსჯელობა აშკარად მიუთითებს, რომ მედია „ქართული ოცნების“ სამიზნეში მოექცა და მათზე თავდასხმით, რეჟიმი ებრძვის ყველა კრიტიკულ ხმას, რომელიც მათი მმართველობის სისასტიკეს ამხელს. მხოლოდ 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე მოხდა. 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს კრიტიკულ და თავისუფალ მედიას და იმ ფონზე, როდესაც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებიდან ადვილად იდენტიფიცირებადია ძალადობაში ჩართულ სამართალდამცავთა ვინაობა, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაიწყოს გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ ჩადენილი ძალადობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე;
  • გაავრცელოს ინფორმაცია დემონსტრანტების დაკავების საფუძვლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები;
  • უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ჟურნალისტებზე ძალადობის მიმდინარე საქმეებზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved