• რეკლამა
  • კონტაქტი
05:54, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიტიკური სიშტერეები” კობახიძის განცხადებებში – “არის ერთი საკითხი, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა ქართულ რეალობაში!”

ალია ავტორი - ალია
20:56 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357
ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე:
არის ერთი საკითხი, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა ქართულ რეალობაში!
ეს არის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართვა აშშ-სადმი, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან გაფუჭდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და სთავაზობს დონალდ ტრამპს ამ ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას და
სტრატეგიულ პარტნიორობას.
აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხო რამ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის,
მაგრამ საქართველოს კონსტიტუციური უმაღლესი პირის (მნიშვნელობა არა აქვს, ფორმალური პირია თუ არა) განცხადება წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით სულ სხვა დატვირთვას ატარებს, ვიდრე ეს შეიძლება დანახული იქნას ყოფითი თვალსაწიერიდან.
აქ არის რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა, რამდენიმე სცენარი მოვლენების განვითარებისა, რაც შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ფილიგრანულ პოლიტიკურ პროფესიულ აზროვნებასა და უზუსტეს მოქმედებებს მოითხოვს.
ვინც ჩემს გვერდს ადევნებს ყურადღებას, – შეგახსენებთ: ალბათ, გახსოვთ, რა აგრესიული რეაქცია მქონდა, როცა საქართველოს ხელისუფლება აჰყვა პოლიტიკური
თვალსაზრისით არასერიოზულ “ოპოზიციას” და პრაქტიკულად შეუერთდა ანტიამერიკულ განცხადებების ნიაღვარს, აშშ-ს პრეზიდენტის ლანძღვას, რაც პოლიტიკური დაუნიზმის აშკარა ნიშანი იყო და…
ჩემი უხეში შეფასებების შემდეგ, ეს გამანადგურებელი რიტორიკა შეწყდა; ირიბად მიპასუხეს, რომ აი, ხომ ხედვთ, ჩვენი ხელისუფლება არ დგას ანტიამერიკულ პოზიციებზეო.
ჩემს აგრესიას უმარტივესი საფუძველი ჰქონდა: როცა უპირისპირდები მსოფლიო პოლიტიკის ორ უდიდეს და მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს (სამი მთავარი მოთამაშიდან), – ეს არა მარტო პოლიტიკური უვიცობაა, არამედ საკუთარი ქვეყნის გაწირვა!
ყველაფერი დანახული უნდა იქნას სამხრეთ კავკასიაში ორი მთავარი დაპირისპირებული მხარის, – რუსეთისა და აშშ-ს, – დაპირისპირების კონტექსტში.
დეტალურად მაქვს ახსნილი თუ რა სურს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სურს აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში. ხვალ ამასაც გავიმეორებ!
დაპირისპირება (მთავარი!) ჯერ კიდევ წინაა!
არასწორად გაკეთებულ აქცენტებსა და პოლიტიკურ მინიშნებებს ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის მიმართ პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.
ჩემი პოზიცია ურყევია:
როცა სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება,
სახელმწიფომ მიიღოს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, ნიშნავს დაუშვას სტრატეგიული შეცდომა, რადგან როცა სიტუაციები დალაგდება, შეიძლება დაუკვირვებლად აღებულმა ვალდებულებებმა დახუროს არაერთი ოფცია, რომელიც ახალმა დროებამ გააჩინა და შენთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ… ვერ გამოიყენებ. აქედან მოდის ჩემი “პედალირება” საქართველოს მიუმხრობლობის პოლიტიკის გატარების შესახებ
და ამ გლობალურ დაპირისპირებაში უაზრო და გამანადგურებელი 700-წლოვან საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, რომელიც “პატრონის” ძიებასა და ე.წ. ძალიან ცუდ “პოლიტიკურ ლავირებას” გულისხმობდა, – უალტერნატივოა!  სხვა დროებაა, სხვა კოორდინატთა სისტემა.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, –
მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოქცეული სამხრეთ კავკასიის ერთი სახელმწიფო –
საქართველო, – საკუთარი ინიციატივით ვერ გახდება ნეიტრალური იმ უბრალო მიზეზის
გამო, რომ ეს სტატუსი მთავარი მოთამაშეების ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგეცეს და არა
საკუთარი ინიციატივით! სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე ოცნება,
როცა დაპირისპირება მხოლოდ ძლიერდება, – ილუზიების სფეროს განეკუთვნება.
ამის შემდგომ განცხადებებში, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც, ირ. კობახიძის განცხადებებში ის ნოტები ისმოდა, რომელსაც მე “პოლიტიკურ სიშტერეს” ვუწოდებ
(მე მას პიროვნულად არ ვეხები და არც მაინტერესებს პიროვნული ასპექტი), – რადგან მისი განცხადებები მოწმობს, რომ ძალზე მცდარი და არასწორი წარმოდგენები აქვს მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეთა შორის დაპირისპირების ხარისხზე, სიღრმესა და სიმწვავეზე, თორემ ამდენ უაზრო განცხადებას არ გააკეთებდა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved