• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკური კორუფცია და გარიგება ოცნების სასარგებლოდ – რას წერს ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
15:30 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:

პოლიტიკა ზოგადად საჯარო საქმეა, საქმე სადაც პოლიტიკოსი ხალხის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას. ვისაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი და ამბიცია , ის ამ საქმეში უნდა იყოს ღიად და საჯაროდ.
ადამიანი, რომელიც თავად ადასტურებს, რომ “მართავს ჩრდილიდან” და თან არის “დანიშნული პოლიტიკური საბჭოს წევრი”, არის განსახიერება ყველა იმ მანკიერებისა, რის გამოც ვებრძოდი და ვებრძვი ქართულ ოცნებას; განსახიერება იმ მანკიერებისა, რომლის გამოც ვთვლი, რომ დღევანდელი ფორმაციის ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ოცნების ალტერნატივა და ვერასდროს დაამარცხებს მას.
ამ ადამიანმა 2021 წელს, როდესაც მთელი პარტია, თითქმის ყველა მისი ლიდერი შესული იყო გადამწყვეტ, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში დადო გარიგება ფრიდონ ინჯიასთან, კონკრეტულ სოფლებში არ დააყენებინა ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატები, შემდეგ კი ოპოზიციის მიერ მოგებული საკრებულო “გადაულოცა” ქართულ ოცნებას… სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის “თვალსაჩინო” ნიმუში, რომელიც თუ არ აღმოიფხვრა, ვერასოდეს გავიმარჯვებთ.
არსებობს ქართული გამოთქმა, რომ “ციხე შიგნიდან ტყდება”. ერთობა, რომელშიც მსგავსი ხალხია, ეროზირდება, ლპება და იხრწნება.
ძალა არ არის მსგავს ხალხთან ერთობაში – ეს მე გამოცდილებით ვისწავლე. ძალა მართალი, გაუყიდავი ხალხის ერთობაშია და მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებულ ერთობას შეუძლია გამარჯვების მოტანა.
სარეველაც მცენარეა, რომელიც სასარგებლო  მცენარეების ადგილს იკავებს და თუ მას არ მოაშორებ, განადგურდება უფრო ფასეული – სარეველასთან ერთობა არც ბოსტანშია შესაძლებელი და არც პოლიტიკაში.
მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისთვის კი აღვწერ, ზუსტად რა მოხდა მარტვილში და როგორი “რიგითი”, “რუსეთისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ” მებრძოლია ზაზა გოროზია.
სოფელი ჭყონი – დაუთმო ინჯიას და მოიგო ინჯიამ.
სოფლები კიწია, ნოღა, გურძემი –  არჩევნებიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი  და იქ მოიგო ოცნებამ. ეს სოფლები მოიგო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა თემურ ჯანაშიამ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამაც. აქ მაჟორიტარობის კანდიდატი რომ გვყოლოდა, ისიც უთუოდ მოიგებდა.
სოფელ სალხინოში ჩვენი ძლიერი კანდიდატი მოხსნა, სუსტი დააყენა და ინჯიას კანდიდატს დაუჭირა მხარი – შედეგად აქაც მოიგო ინჯიამ.
მარტვილის საკრებულოში სულ 36 მანდატია — 24 პროპორციული და 12 მაჟორიტარული. პროპორციული და მაჟორიტარული შედეგებისა და გაუნაწილებელი მანდატების შეჯამებით, ძალთა ბალანსი შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 15 მანდატი
“ნაციონალური მოძრაობა” — 11 მანდატი
“გახარია – საქართველოსთვის” — 5 მანდატი
ინჯია — 4 მანდატი
“ევროპული საქართველო” — 1 მანდატი
ეს  საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური, რომ არა ზაზა გოროზიას ლობირებით შესული ინჯიას პარტიის წევრები, რომელთაც მხარი დაუჭირეს ოცნებას. შესაბამისად, ოპოზიციურ მარტვილს ჰყავს საკრებულო, რომლის თავმჯდომარეც ოცნებიდანაა, ხოლო პირველი მოადგილე ინჯიას პარტიიდან”

გაურიგდა თუ არა ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას? – “მელიამ ეს ვერ გადაიტანა” – გორიზიას პასუხი მელიას

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved