• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკური განაჩენი და არნახული ბო@ობა – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
15:18 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის პრინციპულად მიუღებელი პერსონაა” – ეს ფრაზა არის პოლიტიკური განაჩენი სახლში – ანუ შინ და არნახული ბოზობა, ჩაშვება – გარეთ, ანუ ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
მით უფრო მნიშვნელოვანია ამ ფრაზის სიმძიმე, როგორც კი გაიაზრებ, რომ მისი ავტორი სახელისუფლებო კარის მთავარი ფილოსოფოსი გახლავთ.
იმ “ფაქტების” ინსინუაციების ფონზე, რომელიც ამ ბატონის წერილში ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოა, ეს კი უნდა იცოდეს ფილოსოფოსმა კაცმა – ყველაფერი განზე და “მიღმა” რჩება, როდესაც ამ, ივანიშვილისთვის გამოტანილ პოლიტიკურ განაჩენს კითხულობ.
ამერიკის სპეცსამსახურებისთვის მიუღებლობა არ არსებობს, არსებობს აშშ-სა და დასავლური ცივილიზაციისთვის მიუღებლობა და ამ მიუღებლობის არსი არასოდეს არ არის მსოფლმხედველობითი პრიზმა. აშშ და დასავლეთი გადასარევად ურთიერთობს – პარტნიორობს განსხვავებული მსოფლმხედველობის ლიდერებთან, სახელმწიფოებთან, ბიზნესმენებთან. ამ მოვლენას მარტივი სახელი აქვს – partnership.
მიუღებლობა? მიუღებლობა კი ძალიან საშიში რამეა. მიუღებლობის საფუძვლებია: – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ; – ეთნიკური, რელიგიური დანაშაული, რომელიც გენოციდის ნიშნებს შეიცვას; – ტერორიზმის დაფინანსება და ხელშეწყობა; – ომის დანაშაული; – წამება და ა.შ.
და როდესაც ბატონი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი “მიუღებელია” – რომელი ჩამოთვლილი ან სხვა დანაშაულისთვის? ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ბატონი ივანიშვილის ასეთი მძიმე დანაშაულის ფაქტები ცნობილი არ არის. ეტყობა ეს ცნობილია ბატონი ფილოსოფოსისთვის. მეეჭვება, რომ ეს წამოცდენა ან გაუაზრებელი ნათქვამია. ის რასაც ამ ფრაზის შემდეგ ამბობს ტექსტის ავტორი – “მან (ივანიშვილმა) შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა” – ვერაფრით გახდება მიუღებლობის – Unacceptable person-ად ივანიშვილის მოხსენიების საფუძველი.
Unacceptable person -ის საზრისი დასავლეთში არის მთავარი და დანარჩენი თუნდაც “#1 ტერორისტი” არის მეორეხარისხოვანი. ანუ ეს არის განაჩენი. რადგან #1 ტერორისტი ვახსენე, გეტყვით, რომ უსამა ბინ ლადენი იყო – Unacceptable person. სხვებს არ ჩამოვთვლი – ისე მიუღებელთა სიაში მილიარდერებიც არიან და გვარებს ვისაც სურს თავად მოიძიებს – მათ ხვედრსაც.
Unacceptable person-ები, როგორ ამთავრებენ “კარიერას” ეგეც ყველამ იცის.
და ერთი საინტერესო კითხვა – აშშ-ს სპეცსამსახურები დოყლაპიები არიან? ფილოსოფოსისა და მისი მხარდამჭერების აზრით ქვეყანაში სადაც აგენტოკრატია იყო და მინიმუმ მათი დათვლით ახლა ერთ მილიონამდე, თუნდაც ნახევარი მილიონი აგენტი უნდა იყოს, აშშ-მ ქართული ოცნება ვერ დაამხო? :))
აქ მთავარი მაინც ის არის – “ქართულ ოცნებაში” და მის მხარდამჭერებს შორის საკმაოდ ბევრი გონიერი ადამიანია. ჰო და რა უთხრა ბატონმა ფილოსოფოსმა მათ, რომ აშშ-სა და დასავლეთისთვის ივანიშვილი არის Unacceptable person და დანარჩენზე თავად დაფიქრდითო?
აშშ-ს და დასავლეთს რა უთხრა? ივანიშვილი არის Unacceptable person და ამის დამდასტურებელი ფაქტები თუ არ გაქვთ, მოიძიეთო? (მე ისიც ამოვიკითხე, ბაჩიაშვილი კი არა, აგერ ვარ მე და მე მოგაწვდით ფაქტებსო – მაგრამ ეს ირონია დავტოვოთ გვერდზე).
მოკლედ რას ვიზამთ – ზუსტად ამაზეა ნათქვამი ვიქტორ ჩერნომირდინის ცნობილი ფრაზა: Хотели как лучше, а получилось как всегда ?“
თეგები: ბიძინა ივანიშვილიგოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved