• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიტიკურ პარტიებთან მაქვს შეთავაზება…” – რა გამოსავალს სთავაზობს გია ხუხაშვილი პარტიებს?

ალია ავტორი - ალია
17:17 11-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად „საგზაო რუკა“ არ აქვს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, აქ მთავარია, ყველაფერი მოხდეს ისე, რომ მხარეებს მიეცეს სახის შენარჩუნების საშუალება:

„ჯერჯერობით, ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ პრაქტიკასთან როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, იმიტომ რომ საგზაო რუკა არ მგონია რომელიმე მხარეს ჰქონდეს. ელჩის რეზიდენციაში გუშინდელი შეხვედრა იყო პოზიციების ფიქსაციისთვის განკუთვნილი, ანუ ორივე მხარემ თავისი პოზიციები და არგუმენტები მოიყვანა და მედიატორმა ეს მოისმინა. ჯერჯერობით, ვართ ამ ეტაპზე. ეს რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია და კარგია, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება ცალმხრივი, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. აქ მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ისე, რომ მხარეებს მიეცეს სახის შენარჩუნების საშუალება. კარგია, რომ კობახიძე გადამალეს და ლაპარაკობს თალაკვაძე და გახარია. მათი რიტორიკა არ არის პროვოკაციული, ეს უკვე კარგია, მაგრამ იქამდე რომ რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიო, ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. სხვანაირად ჩვენ დავუბრუნდებით ჩიხს და ესკალაციას.

მე პოლიტიკურ პარტიებთან მქონდა შეთავაზება, რომ ოპოზიციამ არჩევნები კი არ უნდა აღიაროს, მაგრამ უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და პარლამენტში შევიდეს იმ დათქმით, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნების ყველა გარემოებას შეისწავლის და ამ დასკვნის საფუძველზე ყველა მხარეს ეცოდინება იყო თუ არა იმ მასშტაბის და იმ ხარისხის გაყალბება, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი. რაც მთავარია, მეორე მხარის კომპორმისი იქნება ის, რომ თუ ამ კომისისის დასკვნამ დაადასტურა არჩევნების არსებითად გაყალება, ამ შემთხვევაში ისინი დათანმხდებიან რიგგარეშე არჩევნებს.

ეს არის, მე ვფიქრობ, კარგი გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ სახის შენარჩუნებით ამ კრიზისის არა ნეიტრალიზება, არამედ საპარლამენტო კედლებში გადატანა, მინიმუმ გადავადება გაზაფხულამდე, ლოგიკური ნაბიჯი იქნება. მთავარია, სად მოიძებნება ოქროს ფრთა, კვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. მე ველოდები იშვიათ მოვლენას, რასაც ჰქვია ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან, სახელმწიფო ინტერესების საკუთარ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოზე წინ დაყენება“

თეგები: 2020 არჩევნებიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved