მმართველი გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების უნდობლობას ეხმაურება რუსული კანონპროექტის ჩაგდების დაპირებასთან დაკავშირებით და ამბობს:
პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული.
ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, რომ თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები.”
კომენტარები