ლილოს პოლიკლინიკა გაქურდეს – წაღებულია სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც თანამშრომლები ყვებიან, დილით სამსახურში მისულებს სათვალთვალო კამერები გათიშული დახვდათ, სადენები ჩაჭერილი, ხოლო, ექიმების ოთახები – გაძარცვული.
როგორც კლინიკის დირექტორი “პირველებთან ამბობს:
“მეორე სართულის ფანჯრიდან არიან გადასულები. წაღებულია კომპიუტერები, ლეპტოპები, აპარატურა. ეს გახლავთ პოლიკლინიკა, რომელიც ემსახურება სადღაც 7000-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ეს არის მესამე ძარცვა. ძალიან დიდი ზარალია ჩვენთვის. კამერები გადაჭრილია”, – ამბობს კლინიკის დირექტორი.














კომენტარები