ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული, რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში მას ახლობლები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ.
ცნობისთვის, პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. მისი საქმიანობა სს სამძებრო განყოფილებიდან დაიწყო (სადაც გამომძიებლად მუშაობდა), პრეზიდენტის ესკორტში გაგრძელდა და საპატრულო პოლიციაში ათწლიანი სამსახურით დასრულდა.
ბოლო წლებში ის ვაკე-საბურთალოს რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა და ამ სფეროში პიონერი ქალი იყო.














კომენტარები