ლექტორი, ლაშა ზანგინავა:
“ტრანსპორტში ვზივარ, გვერდით კაცი მიზის, რომელიც გაუთავებლად საუბრობს ტელეფონზე. თან ეტყობა აპარატი მწყობრიდანაა გამოსული და თანამოსაუბრის ხმა გვესმის ყველას, მისი ხომ ისედაც გვესმის… ![🗣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfb/1/16/1f5e3.png)
![🗣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfb/1/16/1f5e3.png)
ეს ჩემი გვერდში მჯდომი, აღმოჩნდა, რომ არის უცოლო, თანამოსაუბრე ასინდისებს:
– ჭოვ, ამ გლახა ზამთარში რაფერ გაატან უცოლოდ-ო![😁](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4f/1/16/1f601.png)
![😁](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4f/1/16/1f601.png)
ეს გვერდით მჯდომი, ნიშნისმოგებით ეუბნება:
-იმნაირი კარმა ავწიე (ავიღე) გუშინ მაღაზიაში, სიცივის და რამის მე არ მეშინია-ო!
თანამოსაუბრე არ თმობს პოზიციას, ყვირის იქედან ბოლო ხმაზე. შეწუხდა ხალხი, ვეღარ მოითმინა ბოლოს ერრთმა ფაშფაშა ქალმა და პირდაპირ მიახალა:
– პლოშადამდე (მოედანია ბათუმში) თუ გათიშავ მაგ ტელეფონს, მე გამოგყვები ცოლად-ო!!!
ფარდა”
კომენტარები