• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Plantastic kitchen – ფანტასტიკური ვეგანური კაფე თბილისში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
16:46 04-02-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

მთელ მსოფლიოში მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ვეგანური სამზარეულო ჯერაც სიახლეა. თავად იდეოლოგიას, აქტიურად თუ პასიურად, ბევრი იზიარებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, და მსგავსი კაფეები და რესტორნები ნელ-ნელა საქართველოშიც ჩნდება.

ანა თოფურიასთვის, ვეგანურ ბისტრო Plantastickitchen-ის თანადამფუძნებლისთვის, ვეგანურიკულინარია თავდაპირველად მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეოლოგია, ცხოველთა უფლებები, ეკოლოგია დამდგრადი განვითარება მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ მსოფლმხედველობას ბოლოდე იზიარებდა.

„პანდემიის დროს, ჩაკეტილობაში, ამ ჰობიმ უფრო სერიოზული სახე მიიღო. ბუნებრივია, სახლში ბევრდროს ვატარებდი და გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა, სადაც გავაზიარებდი ვეგანურ რეცეპტებსდა სასარგებლო რჩევებს. ამ ყველაფერმა ინტერესი გამოიწვია და, პანდემიის შემდეგ, ჰობინელ-ნელა კომერციულ საქმიანობად იქცა. მიმიწვიეს ფესტივალებზე, ღონისძიებებზე, სადაცხალხს ვუზიარებდი რეცეპტებს. უკვე ცოცხლად ვაკეთებდი იმას, რასაც მანამდე ვიდეოების სახით ვდებდი“.

ბისტროს გახსნა ანამ 2023 წლის აგვისტოში გადაწყვიტა და, პარტნიორთან ერთად, თიბისი ბანკის მიმართა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი სტარტაპის დაფინასებას ამ ბანკის დახმარებით იოლად შეძლებდა. ასეც მოხდა, სესხი უპრობლემოდ მიიღო და ბიზნესიც წამოიწყო, რომლის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. როგორც თავად ამბობს, საქმეს უფრო გულით მიუდგნენ, ვიდრე ცივი გონებით, რამაც, შედეგიდან გამომდინარე, გაამართლა.

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბისტრო, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ვეგანურ კაფეს. ადამიანი, რომელიც პირველად სტუმრობს მას, ვერაფრით (მენიუს ჩათვლით) მიხვდება, რომვეგანურ სამზარეულოსთან აქვს საქმე. მიუხედავად ფართის სიმცირისა (50 მ. კვ.), კონცეფცია, ბრენდინგი, ინტერიერი კარგად გააზრებული დახანგრძლივი ფიქრის შედეგია. სტერეოტიპული მწვანე ფერის გამოყენებაზე უარი თავიდანვე თქვეს და ბისტრო უფრო ამერიკულ დაინერს წააგავს. კერძები, უმეტესად, ცნობილი სწრაფი კვების ქსელების მენიუს იმეორებს – აქ ყველაფრისრეპლიკაცია ხდება – ბურგერის, სტეიკის, ჰოთდოგის და სხვ. ქართული დღეებიც ხშირად იმართება, სადაც სტუმარს ვეგანური ხინკლისა და ქაბაბის დაგემოვნება შეუძლია.

ბისტროს სტუმრები, ძირითადად, 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომელთა მოტივაცია ძალზე განსხვავებულია ხოლმე. ნაწილისთვის Plantastickitchen-ში სადილობა იდეური თანამოაზრეობის გამოხატულებაა, ნაწილს სურს ცხოველური პროდუქტებისაგან თავისუფალი დღე ჰქონდეს, ნაწილისთვის კი ხორცის შემცვლელით დამზადებული ტრადიციული კერძები ცნობისმოყვარეობის საგანია და ახალი კულინარიული გამოცდილება. სამზარეულოს გარდა, Plantastic kitchen-ი სტუმრებს ბარის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს, რომელიც სრულიად ვეგანურია.

ყოველდღიური მენიუს გარდა (ვეგანური ერბოკვერცხი ვეგანური სოსისით, ბურგერი, ჰოთდოგი, თევზი და კარტოფილი, ვეგანური ხაჭაპური, ხინკალი და ა. შ.), ყოველ შაბათ-კვირას იმართება მექსიკური, კორეული, იაპონური თუ სხვა ნაციონალური სამზარეულოს დღეები, როდესაც ბარი და სამზარეულო სინთეზშია.

კერძების ინგრედიენტების შერჩევას, ანას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

„უმეტესი ნედლეული ჩვენი ტიპის სამზარეულოსთვის ფრეშ-პროდუქტებია, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ბურღულეული, რომლებიც საქართველოში ხარისხიანია დამომარაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებულად გვიხარია, რომ, ძირითადად, სწორედ ადგილობრივი პროდუქტით ვამზადებთკერძებს, მაგრამ არის ინგრედიენტები, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის. ასეთია ხორცის და ყველის სუროგატები. ეს პროდუქცია ყოველთვის პრემიუმ ბრენდების გვაქვს. ყველაზე მაღალი კლასის ვეგანური რესტორნებიც მათ იყენებენ. ამაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. სამწუხაროდ არის პროდუქტები, რომელიც ან ძალიან ძვირია ანსაერთოდ არ მოიპოვება ადგილობრივ ვბაზარზე. ეს გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობთ ხელმისაწვდომი პროდუქტების გამოყენებით გავამრავალფეროვნოთ მენიუ“.

კაფეში დასაქმებული 12 ადამიანიდან ყველა ვეგანია, შესაბამისად, ვეგანურ სამზარეულოში გარკვეულიც, ამიტომ მენიუს გამრავალფეროვნებისა და დეფიციტური პროდუქტის ჩანაცვლების პრობლემის გადაჭრის გზა ყოველთვის იოლად გამოინახება ხოლმე.

სამომავლოდ Plantastic kitchen-ი გაფართოებაზე დაიმავე, ან სხვა კონცეფციის რესტორნის გახსნაზე ფიქრობს, მაგრამ იდეოლოგია, ცხადია, უცვლელი დარჩება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved